ახალი ამბები
კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში 34201 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20281, პისიარ ტესტით - 13920. გამოვლინდა კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა. სულ 286406 დადასტურებული შემთხვევა.

ვირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში 3849 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი. სულ 276084 გამოჯანმრთელებული.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,23%, ბოლო 14 დღის - 2,03%, ბოლო 7 დღის - 2,5%.

კარანტინის რეჟიმში რჩება 229 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2045, კლინიკურ სასტუმროში 314.