ახალი ამბები
კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევაა სამეგრელოს რეგიონში
ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 67, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 24, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 6 447, საიდანაც, 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 992, აჭარაში - 312, იმერეთში - 313.

მძიმეა 346 პაციენტის მდგომარეობა. აქედან თბილისში - 172, აჭარაში - 38, იმერეთში -68.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი. მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 10.

314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 196 - თბილისში, 113 - აჭარაში.

4 088 მოქალაქე ვირუსს სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 229 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 106, ხოლო აჭარაში - 35.

სულ 6 ოქტომბრიდან 7 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 090 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 031 პირი, აჭარაში - 1 754, იმერეთში - 975.

კორონავირუსით ჯამში 3849 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებლთა რიცხვი 276084-მდე გაიზარდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 286406-მდე.