აბაშის ორ სოფელში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო თერმოსკრინინგი დაიწყო
აბაშის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მარანსა და ტყვირში
თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. პროცესი დღეს დაიწყო, რისი მიზეზიც ამ
სოფლებში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა.
აბაშის მერმა, ლევან მაკალათიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სოფლის შესასვლელ-გასასვლელში ეპიდემიოლოგები თერმოსკრინინგს უტარებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელს.
"ამ წუთას არის 80 დადებითი შედეგი მთლიანად აბაშაში. ეს დღევანდელი მონაცემია. მუნიციპალიტეტში მცირედით მოიმატა შემთხვევებმა. გუშინ 77 შემთხვევა გვქონდა. სხვა სოფლებში ასეთი მატება არ შეიმჩნევა", - განმარტა ლევან მაკალათიამ.
აბაშის მერს არ აქვს ინფორმაცია, რას უკავშირდება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატება.
მანამდე, მასობრივი თერმოსკრინინგი ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში მიმდინარეობდა, სადაც პოლიციის პუნქტიც მოეწყო, ეპიდემიოლოგიური ვითარების მეტად გართულების თავიდან არიდების მიზნით.