ახალი ამბები
აბაშის ორ სოფელში სკოლები და ბაღები დროებით დაიხურა
FaceBook Twitter
E-mail Print
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მარანსა და ტყვირში საგანმანათლებო დაწესებულებები დროებით დაიხურა, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების მატებას უკავშირდება ბოლო დღეებში.

მისივე ინფორმაციით, ამ ორ სოფელში სულ 51 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 36 მარანში, 15 კი ტყვირში. მათ შორის არიან ბაღის აღმზრდელები, სკოლის მასწავლებლები და რამდენიმე მოზარდი.

"ამის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სოფლებში საგანმანათლებლო დაწესებულებები დროებით დავხუროთ. აღნიშნულ სოფელებში მიმდინარეობს მასიური ტესტირებები. ხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს გავრცელება. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო დაიცვან რეგულაციები და ატარონ პირბადე", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, რომელიც მერთან, ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო ადგილზე შექმნილ ვითარებას.

მისივე თქმით, სოფელში პოლიციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრი კონტროლი ხორციელდება.

მანვე აღნიშნა, რომ გამოკვლეულია ინფიცირებული მოქალაქეების კონტაქტები. მათი ნაწილი დღეს გაიტესტა და პროცესი გრძელდება.

სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

მანამდე ინფორმაცია, რომ ამ ორ სოფელში აქტიური თერმოსკრინინგი დაიწყო, "ლაივპრესს" აბაშის მერმა, ლევან მაკალათიამ დაუდასტურა. მაშინ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტში მხოლოდ დღეს, კორონავირუსის 80 შემთხვევა გამოავლინეს, გუშინ კი 77.

მანამდე, მასობრივი თერმოსკრინინგი ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში მიმდინარეობდა, სადაც პოლიციის პუნქტიც მოეწყო, ეპიდემიოლოგიური ვითარების მეტად გართულების თავიდან არიდების მიზნით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
13:08 / 10.04.2021
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.