განცხადებები არ ეხებოდა კონკრეტულად „სინოფარმს“ - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ
ამირან გამყრელიძის თქმით, განცხადებები რაც ჩინურ ვაქცინასთან
დაკავშირებით გაკეთდა ეხებოდა არა კონკრეტულად „სინოფარმს“, რომელიც
საქართველოშია შემოტანილი, არამედ სხვა ჩინურ ვაქცინა „სინოვაკს“.
"ეს განცხადება რაც გაკეთდა ეხებოდა არა "სინოფარმს", არამედ "სინოვაკს", რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინეთში, და ასევე ჩვენ მეზობელ ქვეყნებში თურქეთსა და აზერბაიჯანში, იყენებენ ბალკანეთის ქვეყნებში, დიდი რაოდენობით შეიძინა ჩილემ და სწორედ ერთ-ერთ ბრაზილიურ კვლევას ეყრდნობოდა ეს განცხადება. ჩინეთის NCDC-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ყველა ვაქცინა გამოიყენეა გადაუდებელი მდგომარეობის დროს და მათი დაცვის ეფექტი, ანუ ეფექტურობა არის სხვადახვა. ჯანმო, როდესაც აძლევს გადაუდებელი მოხმარების ნებართვას, მას აქვს 50%-იანი ზღვარი, თუ ვაქცინას აქვს 50%-ზე მეტი, მაშინ მისი დაშვება ბაზარზე შესაძლებელია, ანუ ის იცავს ყოველ მეორე ადამიანს. ყველა ის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მსოფლიო ბაზარზე, მათ აქვთ ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი გართულებებზე და სიკვდილიანობაზე. ანუ, ისინი თითქმის 100%-მდე ამცირებენ სიკვდილიანობას და ამცირებენ რისკს ჰოსპიტალიზაციის. "სინოვაკმა" ბრაზილიაში აჩვენა 51% ეფექტიანობა, სხვა ქვეყნებში უფრო მაღალი, ანუ ორივე ჯდება ჯანმოს დაწესებულ ზღვრის ფარგლებში. საუბარი იყო იმაზე, რომ იხილავენ სხვადასხვა ვაქცინის ე.წ ეფექტიანობის გაზრდას. მეორე, ან მესამე ბუსტერული დოზით სხვა ტიპის ვაქცინის გამოყენებისა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჩინეთი ამბობს, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაბალეფექტურია. ამიტომაც, ეფექტურობის გასაზრდელად მათ კომბინირებაზე ფიქრობენ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გაო ფუმ. მისივე თქმით, განიხილება დოზების და აცრებს შორის შუალედის შეცვლის საკითხიც.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გაო ფუს კითხვის ნიშნები აქვს იმ ტექნოლოგიების მიმართაც, რომელიც ამერიკული მოდერნას და ფაიზერის ვაქცინების შექმნისას გამოიყენეს. ამერიკული ვაქცინების ეფექტურობა 95%-ია.