ერთ კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 4,3 და მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლებში
ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა
საგრძნობლად იკლო.
უწყების ცნობით, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი, რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.