წინასწარი ინფორმაციით, „დელტაკრონს“ „დელტას“ სიმძიმე არ ახასიათებს - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ
"დელტაკრონს"
წინასწარი მონაცემებით, "დელტას" მსგავსი გართულებები არ ახასიათებს
და "ომიკრონის" თვისებები ჭარბობს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით ეს შტამი საქართველოში არ დაფიქსირებულა, თუმცა არის ალბათობა, რომ ყველა ქვეყანაში დადასტურდეს.
მისივე ცნობით, ეპიდვითარება საქართველოში სტაბილურია და დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელიც იკლებს. შემცირდა სიკვდილიანობა და სამედიცინო სექტორზე დატვირთვაც.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საავადმყოფოებში 801 ადამიანია მოთავსებული. მათგან 222 რეანიმაციაშია. მისი თქმით, მარტში ეს ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება, თუმცა ამ ფონზე ძალიან დაბალია აცრის მაჩვენებელი.
"იმუნური ფენა ჯერჯერობით აცრის შემდგომ დაბალია. აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43.6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მოგეხსენებათ მთელ რიგ ქვეყნებში იგივე "ომიკრონის" მეორე ტალღა აღინიშნება. ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში. ჩინეთის ქალაქებშიც იმატებს რაოდენობა. იქ, სადაც აცრის მოცვის მაჩვენებელი დაბალია, შესაძლებელია კვლავ იყოს გარკვეული მატების ტენდეცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი.