28 მარტიდან შეზღუდვების უმრავლესობა უქმდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული
შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება. განაცხადა საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.
კერძოდ, დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების გარდა, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია უქმდება.
"უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის ღონისძიებებზე. ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშორმლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან "პისიარ" ტესტის გარეშე. შენარჩუნდება ვაქციანციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.