პანდემია დასასრულს უახლოვდება - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის
პანდემია დასასრულს უახლოვდება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ასევე, ყოველდღიური ინფიცირების და
სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
"დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება. მოვხსენით დღეს გარე სივრცეებში პირბადე. ორშაბათიდან ამის საჭიროება აღარ იქნება. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება და ასევე საზღვარზე შემოსვლისას უცხო მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები", - განაცხადა მინისტრმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან ღია სივრცეში უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება. უქმდება სხვა რეგულაციების დიდი ნაწილიც.