კორონავირუსის სამკურნალო აბებს საქართველო მიმდინარე კვირაში მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის
სამკურნალო პრეპარატ
"პაქსლოვიდს" საქართველო ამ კვირაში მიიღებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეპარატი უფასოდ დაურიგდებათ მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ან იმ შემთხვევაში, როცა კორონავირუსი რთული ფორმით მიმდინარეობს.
"მნიშვნელოვანია, რომ ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც არის "ფაიზერის" შექმნილი "პაქსლოვიდი". სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. პრეპარატი გადაეცემა მათ, ვინც პოტენციურად შეიძლება ინფიცირების შემთხვევაში დამძიმდეს, ქრონიკული დაავადებები ახლავს. მათ უფასოდ დავურიგებთ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაშია აუცილებელი ამ მედიკამენტების მიღება", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
28 მარტიდან საქართველოში უქმდება შეზღუდვების უმრავლესობა. მინისტრმა თქვა, რომ პოზიტიური ტენდენციების თანახმად, პანდემია დასასრულს უახლოვდება.