აპრილშიც გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის
განმავლობაში გაგრძელდება
ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომლის თანახმად, 50 წელს ზემოთ
ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200
ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე
ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.
საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში პისიარ ტესტის გარეშე ბრუნდებიან.
28 მარტიდან, პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
უქმდება სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე.
დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.