ახალი ამბები
საქართველომ „ფაიზერის“ დამატებითი დოზები მიიღო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველომ "ფაიზერის" ვაქცინის დამატებითი დოზები ამ დილით მიიღო. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით განაწილებისთანავე, განახლდება "ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი. მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს "სინოფარმით" და "სინოვაკით" ვაქცინაციაც.

თამარ გაბუნიას თქმით, კარგი იქნება, თუ ზაფხულამდე მოსახლეობის 65% აცრილი იქნება.

წახალისების პროგრამა აპრილის ბოლომდე გრძელდება.

"რაოდენობრივად, წლის განმავლობაში ერთი მილიონი დოზა "ფაიზერი" გვაქვს შესყიდული, რომელიც ეტაპობრივად შემოვა. ახლა პირველი შემოტანაა, 25% ამ დოზების და შემდეგ ეტაპობრივად კიდევ მოხდება შემოტანა იმგვარად, რომ სრულად იყოს ჯაჭვი უზრუნველყოფილი", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ქვეყანაში ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, სპეციალისტები და ჯანდაცვის ექსპერტები კვლავ საუბრობენ ვაქცინაციის აუცილებლობაზე.