ახალი ამბები
„ფაიზერით“ ვაქცინაცია განახლდა
საქართველოში განახლდა "ფაიზერით" ვაქცინაცია. დღეისთვის ვებ გვერდზე 45 470 დოზაა ხელმისაწვდომი.

ჯერჯერობით "ფაიზერით" ვაქცინაცია ხელმისაწვდომია აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლის რეგიონებსა და თბილისში.

გარდა "ფაიზერისა", ხელმისაწვდომია "სინოვაკის" 144 531 და "სინოფარმის" 326 357 დოზა.

"ფაიზერით" ვაქცინაცია გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო, რადგან საქართველოში დარჩენილ დოზებს ვადა გაუვიდათ.

ქვეყანამ ახალი დოზები გუშინ, 5 აპრილს მიიღო.