ახალი ამბები
კორონავირუსის 290 შემთხვევა და 2 გარდაცვლილი
ბოლო 24 საათში 24 676 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 22 687, პისიარ ტესტით - 1 989. გამოვლინდა კორონავირუსის 290 შემთხვევა. სულ დადასტურებულია 1 654 665 შემთხვევა.

სამეგრელოს რეგიონში 18 შემთხვევაა.

გარდაიცვალა 2 პაციენტი. ჯამში 16 802 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა 80 პირი. სულ 1 636 188 გამოჯანმრთელებული.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,18%, ბოლო 14 დღის - 1,14%, ბოლო 7 დღის - 1,06%.

სულ ჩატარდა 2 878 403 აცრა. ბოლო 24 საათში აიცრა - 1 000.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 307 პირი.