კულტურა
ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმად დასახელდა ”არტისტი”
15:42 / 27.02.2012
ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმად დასახელდა ”არტისტი”

ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმი ”არტისტი”. ჰაზანავიჩუსმა მიიღო ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის. ამავე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა ჟან დუჟარდენმა მიიღო ოსკარი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ”ტვიტერში” მიულოცა გამარჯვება მიშელ ჰაზანავიჩუსს. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მერილ სტრიპს ერგო მთავარი როლისთვის ფილმში ”რკინის ლედი”. საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარის მფლობელი გახდა გორა ვერბინსკის ფილმი ”რანგო”. უცხოენოვან ფილმებს შორის საუკეთესოდ ირანელი რეჟისორის აშგარ ფარჰადის ”გაყრა” აღიარეს.

ქართული კულტურის დღეებს იტალიაში „ოდოია“ წარადგენს
20:24 / 07.02.2012
ქართული კულტურის დღეებს იტალიაში „ოდოია“ წარადგენს

ფესტივალ „ჩვენებურების“ ფარგლებში, იტალიაში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. ფესტივალზე მიწვეულია ზუგდიდის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოდოია“, რომელიც საათნახევრიან საკონცერტო პროგრამას რომსა და ფლორენციაში 9 და 12 თებერვალს წარადგენს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, დარეჯან გაბედავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ „ოდოია“ ერთადერთი შემოქმედებითი ჯგუფია, რომელიც იტალიაში ფესტივალზე მიიპატიჟეს. მისი თქმით, „ანსამბლმა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ღონისძიებებზე გაითქვა სახელი და „ჩვენებურების“ კულტურული მხარის ხელმძღვანელმა, ანზორ ერქომაიშვილმა ფესტივალის სხვა დანარჩენ წარმომადგენლებთან ერთად სწორედ ამ ნიშნით გამოარჩია“. გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზებაში თანაბრად მონაწილეობენ საპატრიარქო, საქართველოს საელჩო და ქართული დიასპორა იტალიაში, რომლებიც ანსამბლ „ოდოიას“ სასტუმროს და კვების ხარჯით  უზრუნველყოფენ. დარეჯან გაბედავას განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანხა მხოლოდ გზის ხარჯისთვის გამოყო. მან „ლაივპრესთან“ საუბრისას თანხის ოდენობა არ დაასახელა.

ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვაჟა ფშაველას 150 წლის იუბილე აღნიშნეს
11:16 / 22.12.2011
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვაჟა ფშაველას 150 წლის იუბილე აღნიშნეს

ვაჟა ფშაველას შემოქმედების საიუბილეო თარიღის მიზეზით დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტის პროზა, პოეზია და პუბლიცისტიკა გაიხსენეს. აბონემენტის განყოფილების გამგის, ინგა ქარჩავას თქმით, ქართველი მწერლების, ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით პოეტების, მწერლების შემოქმედების იუბილის დროს ბიბლიოთეკის დარბაზში მოწვეულ სტუმრებს კიდევ ერთხელ სთავაზობენ ამონარიდებს მათი ბიოგრაფიიდან, წერილებიდან, წიგნებიდან. დღევანდელი შეკრების მიზეზიც ეს იყო. ბიბლიოთეკის აბონემენტის გამგემ, რომელიც თავის მხრივ ღონისძიების პროექტის კოორდინატორია, "ლაივპრესს" უთხრა, რომ მსგავსი შეხვედრები მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. ლიტერატურის და მწერლის პოპულარიზაცია კი საამისოდ კარგი ხერხია. ვაჟას ლიტერატურულ საღამოზე სტუმრებმა პოეტის შვილების მოგონებებიც მოისმინეს მამაზე, და შემოქმედზე. ცნობისთვის: შეხვედრას საკრებულოს, გამგეობის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მკითხველი და მედია ესწრებოდა.

ივეტა წითაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია არტ-გალერეაში
18:04 / 14.12.2011
ივეტა წითაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია არტ-გალერეაში

დღეს ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ივეტა წითაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ივეტა წითაშვილმა, რომელიც თავის მხრივ, ასოციაცია „დეას“ წევრია, აუდიტორიას საკუთარი შემოქმედება უბის წიგნაკის სახით გააცნო. ლექსების კრებული გამომცემლობა „ცოტნემ“ გამოსცა, მხატვრულად გაფორმებაზე ნათია ზარანდიამ იზრუნა. კრებულის პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი, გამგებელი ალექსანდრე ქობალია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ავტორის მეგობრები ესწრებოდნენ. ივეტა წითაშვილი პირველი ნაშრომის გამოცემის პარალელურად ახალ წიგნზე მუშაობს, რომლის შინაარსიც ავტორის თქმით „სიმახინჯის ესთეტიკას და სილამაზეს“ გულისხმობს.

სამხატვრო გალერეაში ზუგდიდელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა
17:52 / 18.11.2011
სამხატვრო გალერეაში ზუგდიდელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

ზუგდიდის არტ-გალერეაში საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა. 12 ადგილობრივი მხატვრის 44 ნამუშევარი ერთდროულად ავანგარდული, თანამედროვე, ტრადიციული თუ აბსტრაქტული ნიმუშებით არის წარმოდგენილი.

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ახალი შენობა ექნება
18:06 / 15.11.2011
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ახალი შენობა ექნება

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც მესტიაშია ახალ შენობაში განთავსდება, - ამის შესახებ livepress.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შმაგი ნაკანიმ განუცხადა. „შენობა ძველი იყო და პატარა და სამუზეუმო ექსპონატებს სრულად ვერ ვფენდით“, ამობს ნაკანი. მისი ინფორმაციით, მუზეუმის მშენებლობისთვის 2 მილიონი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მე-6-მე-17 საუკუნეებით დათარიღებული 2000-ზე მეტი ექსპონატი სპეციალურ კონტეინერებშია შენახული და მესტიაში გამგეობის მიერ გამოყოფილ შენობაში ინახება. „მუზეუმის სამსართულიანი კორპუსი თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენდება და ყველა იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებს რაც თანამედროვე მუზეუმს სჭირდება“, ამბობს შმაგი ნაკანი, რომელიც მუზეუმის მშენებლობის დასრულების თარიღს ვერ აკონკრეტებს. გამგებლის ცნობით, ამ დროისთვის მუზეუმის ძველი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ადგილას ახალი კორპუსი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზიმო“ განახორციელებს.

ზუგდიდის არტ-გალერეაში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა
21:08 / 14.11.2011
ზუგდიდის არტ-გალერეაში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა

თანამედროვე ქართული ლიტერატურა, მკითხველი, წიგნი, თანმდევი პრობლემები, ეს საკითხები მწერალმა დათო ტურაშვილმა ზუგდიდის არტ-გალერეაში შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდობის, საგანმანათლებლო სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. 

პროფ-არტი და ბრენდი ქართულად
13:41 / 29.07.2011
პროფ-არტი და ბრენდი ქართულად

ნებისმიერი დასავლური წარმოშობის მხატვრული სტილი თუ ესთეტიკური მიმდინარეობა, იმდენად შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს, რამდენადაც ეხება იგი ან არ ეხება ქართულ კულტურას. ამ კუთხით წარმართული საუბრის პროცესში აუცილებლად მოგვიწევს ჩვენს კულტურულ სივრცეში „ჩაბეტონებული“ იმ მოსაზრების გადახედვა, რომლის მიხედვითაც ჩვენთვისაც ისეთივე ბუნებრივი და კანონზომიერი იყო სხვადასხვა კულტურული მიმდინარეობების ცვალებადობა, როგორც დასავლური კულტურისთვის.

გეგმა შესრულებულია! გადაჭარბებით!!!
17:57 / 17.06.2011
გეგმა შესრულებულია! გადაჭარბებით!!!

ძალიან ზოგადი, მაგრამ მაინც გასაგებია რას ნიშნავს განსაზღვრება „კულტურული“, მაგრამ ვერაფრით ვგებულობ სიტყვა „ღონისძიების“ მნიშვნელობას. ასოციაციობანას თუ ვითამაშებთ, სითყვათშეთანხმება „კულტურული ღონისძიება“ ასოცირდება სამთვარობო ან ოფიციალურ პატრონაჟთან, გალერეებთან, მუზეუმებთან, მაკიაჟიან თინეიჯერებთან, შავ სკამებთან, მიკროფონთან, ერთი და იგივე სახეებთან... ტაშთან, კმაყოფილებასთან და დღის ბოლოს სოციალური ქსელების კედლებზე გამოჭიმულ ფოტოებთან, რომელსაც ყველა „დაალაიქებს“, მეგობრების თხოვნით „დააკომენტარებს“, „დათაგავს“ და იმის გამო, რომ მიმდინარე კულტურული „ღონისძიების“ ფოტორეპორტაჟებიც და ქრონიკაც ყველაზე ადრე ასეთ სივრცეში კეთდება, უფუნქციოდ დარჩენილი კულტურული ამბების მიმომხლველი, მერე უმოქმედობა რომ არ დაბრალდეს, დაჯდება და კარგად გაიხსენებს თუნდაც ერთ ჟესტს, ან ერთ რეპლიკას, რომელზეც შემდეგ მთელ მონოლოგს დაწერს და მიმოიხილავს ქალაქის კულტურულ ღონისძიებათა ნუსხას.

შეუძლებლობის ინსცენირება
12:56 / 16.06.2011
შეუძლებლობის ინსცენირება
ნებისმიერი შემოქმედებითი აქტი მისი ავტორის აღსარებას წარმოადგენს და ნებისმიერ
ფაშიზმის დამარცხება
16:18 / 15.05.2011
ფაშიზმის დამარცხება

ფაშიზმის დამარცხების 66 წლისთავი პოსტსაბჭოურ ქვეყნებში სხვადასხვა მასშტაბებით აღინიშნა. საქართველოში გამარჯვების განწყობა მოახლოებული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შემოინახეს. ყველაზე კომიკური ქართულ რეალობაში იყო დავა 8 თუ 9 მაისი! – „იყოს ორივე თარიღი, მთავარი ფაშიზმზე გამარჯვებააო!!“ – რეპლიკა სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრის კომენტარში ვიპოვე.

„ჩვენი კულტურა ნაგვის წარმოებად იქცა“ – ჟან ბოდრიარი
16:11 / 15.05.2011
„ჩვენი კულტურა ნაგვის წარმოებად იქცა“ – ჟან ბოდრიარი

ჩვენს პატარა ქალაქში სოციალურობის ყველა ელემენტია წამროდგენილი. ისინი იდეალურ კომპლექსში არიან თავმოყრილნი: სივრცითი სიახლოვე, ურთიერთქმედებისა და ურთიერთგაცვლის სიადვილე, ნებისმიერ დროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მაგრამ აი, რა ხდება: ნებისმიერ პროცესში მონაწილეობა, ან ამ მონაწილეობის დაჩქარება ინდივიდებში დაბნეულობას, შიშს და გულგრილობას იწვევს. ამ გულგრილი თანამონაწილეობის მოდელად ცალმხრივი მოძრაობის საგზაო წესები გამოდგება-გზას არაფერი კვეთს, აღარავის ხვდები გზაზე, რადგან ყველას მოძრაობა ერთი და იგივე მოძრაობაა და მანქანის საქარე მინიდან ჩანს მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრავი სხვა მანქანები. იქნებ სწორედ ამაში მდგომარეობის ჩვენი კომუნიკაციის არსი-ცალმხრივი თანაცხოვრება. მისი ფასადის მიღმა სულ უფრო მზარდი გულგრილობა, ან ნებისმიერი სოციალური კავშირის უარყოფა.

კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.