კულტურა
ზუგდიდში თეატრის შენობის დემონტაჟი იგეგმება
16:40 / 19.06.2014
ზუგდიდში თეატრის შენობის დემონტაჟი იგეგმება

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში რეკონსტრუქციის ნაცვლად შენობის დემონტაჟი განხორციელდება და ახლის მშენებლობა დაიწყება. ორი დარბაზი - მცირე და დიდი, სავარაუდოდ 250 და 700-800 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე ტექნოლოგიებით მოეწყობა.

ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქციის საკითხზე კორეელმა ინვესტორებმა შეხვედრა გამართეს [Video]
00:33 / 07.06.2014
ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქციის საკითხზე კორეელმა ინვესტორებმა შეხვედრა გამართეს [Video]

შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის საკითხთან დაკავშირებით ქართველი ბიზნესმენი დავით ბერძენიშვილი, სამხრეთ კორეელი ინვესტორები და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ზუგდიდს ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს თეატრი და ისაუბრეს პროექტზე, რომლის განხორციელებაც მთავრობასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ უნდა დაიწყოს.

კაზანტიპის პრეზიდენტის პირველი კომენტარი ანაკლიაში დაგეგმილ ფესტივალზე [Video]
16:24 / 26.05.2014
კაზანტიპის პრეზიდენტის პირველი კომენტარი ანაკლიაში დაგეგმილ ფესტივალზე [Video]

კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნიკიტა მარშუნოკმა დღეს ზუგდიდში გააკეთა პირველი კომენტარი ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის შესახებ. მისი განცხადებით, ანაკლიაში ამ დროისთვის ღონისძიებებისთვის დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, არ განიხილება სხვა ქალაქი ფესტივალის ჩასატარდებლად, რადგან „ანაკლია შესანიშნავია“. ნიკიტა მარშუნოკის თქმით, საკურორტო ზონას დიდი პოტენციალი აქვს და მის განვითარებაში კაზანტიპი შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს. 

ანაკლიასა და ბათუმში უცხოური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება [Video]
19:20 / 08.05.2014
ანაკლიასა და ბათუმში უცხოური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება [Video]

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ანაკლიასა და ბათუმში ელექტრონული მუსიკის - „კაზანტიპის“ და „კრიმფესტის“ ანალოგი ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი სავარაუდოდ ივლისში გაიმართება. ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა ჩანჩიბაძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ზუსტდება დეტალები, თუ რა სახით ჩატარდება ფესტივალი ანაკლიაში.

ზუგდიდის თეატრში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
15:50 / 01.05.2014
ზუგდიდის თეატრში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ზუგდიდში შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის სრული რეკონსტრუქციის პროექტის შესამუშავებლად სამხრეთ-კორეელ ინვესტორებს ელოდებიან. ისინი თეატრის რემონტსა და საჭირო აპარატურით აღჭურვაში 3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავენ. მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ბიზნესმენ დავით ბერძენიშვილის ინიციატივით ხორციელდება, რომელიც თავად დაუკავშირდა გამგებლის მოვალეობის შემსულებელ ედიშერ თოლორაიას და შესთავაზა თეატრის ავარიული შენობის გადარჩენის მიზნით ინვესტორების ჩამოყვანა. 

პოეტი რენე კალანდია გარდაიცვალა
21:08 / 29.04.2014
პოეტი რენე კალანდია გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმენლი რენე კალანდია 70 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისი პირველი კრებული სახელწოდებით „ხსოვნის ყვავილები“ აფხაზეთში 1972 წელს დაიბეჭდა. რენე კალანდია სოხუმელი იყო.

ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქცია სამხრეთ კორეული ინვესტიციით განხორციელდება [Video]
18:06 / 03.04.2014
ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქცია სამხრეთ კორეული ინვესტიციით განხორციელდება [Video]

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში სარემონტო სამუშაოებს ქართველი ბიზნესმენი, დავით ბერძენიშვილი სამხრეთ კორეელი ინვესტორების დახმარებით განახორციელებს. 

ზუგდიდის თეატრი ნგრევის საფრთხის გამო შესაძლოა დაიხუროს [Video]
21:58 / 21.01.2014
ზუგდიდის თეატრი ნგრევის საფრთხის გამო შესაძლოა დაიხუროს [Video]

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობა ნგრევის პირასაა. აწვიმს, კედლები გაბზარულია და ბათქაში ცვივა. სიძველის გამო სცენის და ოთახების იატაკის ნაწილი დაიშალა. ჭერის ჩამონგრევის საფრთხის მიზეზით, თეატრის თანამშრომლები შენობის დიდი ნაწილით არ სარგებლობენ. მსახიობებს არც საგრიმიორო აქვთ. 

„დიდი საბჭოთა ტერორი - ადამიანური ისტორიები“ [Video]
23:40 / 26.11.2013
„დიდი საბჭოთა ტერორი - ადამიანური ისტორიები“ [Video]

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული ფილმის „დიდი საბჭოთა ტერორი-ადამიანური ისტორიები" ჩვენება დღეს, 26 ნოემბერს მოეწყო ზუგდიდში. 

„ლიტერატურული ექსპრესი“ და ახალგაზრდა პოეტები ზუგდიდში
22:01 / 23.11.2013
„ლიტერატურული ექსპრესი“ და ახალგაზრდა პოეტები ზუგდიდში

პროექტ „ლიტერატურული ექსპრესის“ ფარგლებში თანამედროვე ქართველმა პოეტებმა - ირაკლი კაკაბაძემ, გვანცა ჯობავამ და სოსო მეშველიანმა საკუთარი შემოქმედება ზუგდიდელ მკითხველს გააცნეს. იაპონური ლექსის ტანკას სტილი, სათქმელისთვის გამოძებნილი თავისუფალი ფორმა და რამდენადმე არასტანდარტული ხელწერა, ეს ის ძირითადი თვისობრივი ნიშაა, რაც შეხვედრის მონაწილეთა თქმით, პოეტებს სხვა, „გავლენებისგან გამოუთავისუფლებელ“ შემოქმედთაგან გამოარჩევს.

„ცოცხალი ბიბლიოთეკა და კულტურული ბაზრობა“ ზუგდიდში [Video]
20:03 / 22.11.2013
„ცოცხალი ბიბლიოთეკა და კულტურული ბაზრობა“ ზუგდიდში [Video]

სხვადასხვა სფეროს ადამიანებით წარმოდგენილი ცოცხალი ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ, ხის ნაკეთობები, თექის და ტიხრული მინანქრის ნამუშევრები, ხატწერის ნიმუშები და ეროვნული ხალხური ტანისამოსი პროექტ „კულტურის განვითარება საზოგადოების წინსვლის საწინდარია“ ფარგლებში ზუგდიდის ბულვარში გამოიფინა. 

ოდიშარიას განცხადებით, ზუგდიდის თეატრი რეგიონისთვის კულტურის ცენტრი იქნება [Video]
18:29 / 21.11.2013
ოდიშარიას განცხადებით, ზუგდიდის თეატრი რეგიონისთვის კულტურის ცენტრი იქნება [Video]

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დადიანების არქიტექტურულ-ისტორიულ მუზეუმში სტუმრობის შემდეგ შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრსაც ეწვია.

სხვა სტატიები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.