მძიმე ავადმყოფობის შედეგდ, 71 წლის ასაკაში გარდაიცვალა ქართულ მხატვრულ ფილმში „მაცი ხვიტია“ მთავარი როლის - მაცი ხვიტიას შემსრულებელი ალიკო გაბეჩავა.
საქართველოში იმყოფება ცნობილი ფრანგი მსახიობი ფანი არდანი. დღეს მან თბილისში პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას შეხვდა.
ზუგდიდის არტ-გალერეაში სოციალურ თემაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა რევაზ შენგელიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ეს რიგით მეორე პერსონალური გამოფენაა, რომელიც თანამედროვე მხატვრობის ჟანრს მიეკუთვნება. ამბობს, რომ მისი ასეულობით ნამუშევრიდან დღეს მხოლოდ 37-ია წარმოდგენილი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ძველი წელთაღრიცხვის მე-7 მე-8 საუკუნით დათარიღებული რამდენიმე ნივთი აღმოაჩინეს.
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დათო ტურაშვილის რომანის „ტყეების მეფე“ პრეზენტაცია გაიმართა.
ბერა ივანიშვილი საკონცერტო ტურნეს „ჩვენ ვართ საქართველო“ იწყებს, რომელიც ბათუმიდან აიღებს გეზს და საქართველოს 10 დიდ ქალაქში ჩატარდება. ტურნე 14 სექტემბერს დაიწყება და 25 ოქტომბერს თბილისში გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმა“, ჟიურიმ მიანიჭა ტუნისური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, აბდელატიფ კეშიშის ფილმს, „ადელის ცხოვრება“, რომელიც ჰომოსექსუალი ქალების სასიყვარულო ისტორიაა.
მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლად მიიჩნიეს ბრიუს დერნი, ალექსანდრ პეინის ფილმში „ნებრასკა“. ხოლო ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს ფრანგი მსახიობი, ბერენის ბეჟო, როლისთვის ირანელი რეჟისორის, აშღარ ფარჰადის ფილმ „წარსულში“ შესრულებული როლისთვის.
ფესტივალის მნიშვნელობით მეორე ჯილდო, „გრან პრი“ გადაეცათ ჯოლე და იტან კოენებს ფილმისთვის „ლიუნ დევისს შიგნით“.
რეჟისურისთვის პრიზი დაისაკუთრა მექსიკელმა ამატ ესკალანტემ, კრიმინალური დრამისთვის „ელი“. საუკეთესო სცენარისტად კანის კინოფესტივალზე აღიარეს ჩინელი ავტორი, ძიან ჩჟან კე, რომელმაც თავისსავე ფილმისთვის, „ცოდვის შეხება“ დაწერა სცენარი.
ჟიურის პრიზი მიანიჭეს იაპონელი რეჟისორის, ჰიროკაძუ კორე-ედას საოჯახო მელოდრამას, „რა მამა, ისიც შვილი“. კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს ამერიკელი რეჟისორი, სტივენ სპილბერგი თავმჯდომარეობდა.
რადიო თავისუფლება
ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე აპირებს, ორ ფილმში ითამაშოს ჩეჩნეთში. ამასთან, რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის პრესმდივანმა დღეს უარყო რუსეთის და საფრანგეთის მედიაში ადრე გავრცელებული ცნობა, თითქოს ერთ-ერთ ფილმში დეპარდიეს ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერი, რამზან კადიროვის მამა, ახმად ზაკაევი უნდა განესახიერებინა.
პრესმდივანმა დაადასტურა, რომ დეპარდიე ითამაშებს ორ ფილმში, რომელთა ზოგ ეპიზოდსაც ჩეჩნეთში და მოსკოვში გადაიღებენ.
ფრანგი მსახიობი მომავალ კვირაში გროზნოში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს კინოპროექტების ზოგ დეტალზე. დეპარდიე თებერვალში ესტუმრა ჩეჩნეთს, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ. რესპუბლიკის ამჟამინდელმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა მას ფეშენებელური ბინა აჩუქა.
რადიო თავისუფლება
ვისაც ბეკეტი წაკითხული აქვს, ახსოვს და უყვარს, გასაგებია, რა იგულისხმება „დოდოს მოლოდინში“. ეს არის პიესა მწირი მატერიალური ფონის მიზეზით ემიგრირებულ საზოგადოებაზე, რომელიც საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენას ცდილობს, - ამ სიტყვებით მიმართა პიესაში მოთხრობილი ვითარების და გენდერის საკითხზე სასაუბროდ შეკრებილ აუდიტორიას დათო ტურაშვილმა. მწერალი ამბობს, რომ ბეკეტის მსოფლმხედველობა და პრობლემატიკა მარადიული თემაა, მყისიერი ცვლილებები არ ხდება, თუმცა ქართულ საზოგადოებაში, მის აზროვნებაში პროგრესი შეიმჩნევა და წინაპირობაც, ქვეყანაში გენდერული დისბალანსის გასათანაბრებლად არსებობს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მოადგილეებთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა. დელეგაციამ აბაშაში, ხობსა და მარტვილში ტაძრები, კულტურის სახლები და მუზეუმები დაათვალიერა. მინისტრი ზუგდიდის თეატრსაც ესტუმრა, სადაც ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი და მოადგილეები დახვდნენ.
თეატრის დასმა სტუმრებს 1957 წელს დამონტაჟებული განათების სისტემა და ნახევრად დანგრეული საგრიმიორო დათვალიერებინეს, რის შემდეგაც მინისტრმა განაცხადა, რომ ზუგდიდის თეატრის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
„ჯერ ასეთი რამე არ მინახავს, თეატრი ნახევრად დაშლილია. განათების სისტემიდან დაწყებული, საგრიმიოროთი დამთავრებული. პრაქტიკულად არაფერი არსებობს. ჩვენ, კულტურის სამინისტრო მოვალე ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს უზარმაზარი ტრადიციების მქონე თეატრი ისევ წელში გაიმართოს და მაყურებელი ისევ მოვიდეს“, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ და დასძინა, რომ რეგიონებში კულტურული ცხოვრება უნდა გამოცოცხლდეს.
„სამინისტროს პრიორიტეტია დავეხმაროთ რეგიონს, რომ მეტი კულტურული ცხოვრება იყოს. როცა ღამდება, რეგიონებში კვდება კულტურული ცხოვრება. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. კულტურის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით აქვს რაღაც გეგმები, რომელსაც შემდგომში აუცილებლად გაგიზიარებთ“, – აცხადებს მინისტრი.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მმართველის, მაია კალანდიას თქმით, თეატრის სრული რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით 1,5 მილიონი ლარია საჭირო.
„რაც არ უნდა თქვა, რომ თეატრს აწვიმს, ჭერი ჩამოსულია და განათების სისტემა სამუზეუმო ექსპონანტია, მინისტრი ამაში მე მგონი არ იყო დარწმუნებული და ახლა თავის თვალით ნახა. დარწმუნებული ვარ, გააკეთებენ“, – აცხადებს მაია კალანდია.
დელეგაცია თეატრის დათვალიერების შემდეგ დადიანების სასახლესაც ესტუმრა.
ბერლინში საზეიმოდ დაიხურა 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. მთავარი პრიზი - „ოქროს დათვი“ - საუკეთესო ფილმისთვის მიენიჭა რუმინელ კინორეჟისორ კალინ პეტერ ნეცერის კინოსურათს „ბავშვის ვარდს“. საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო მოიპოვა ირანულმა ფილმმა „დახურულმა ფარდამ“. მისი ერთ-ერთი ავტორია დისიდენტი ჯაფარ პანაჰი, რომელსაც 20 წლით აქვს აკრძალული კინოფილმების გადაღება. ირანის ხელისუფლებას პანაჰი 2010 წლის დეკემბრიდან შიდაპატიმრობაში ჰყავს მოთავსებული. მას ანტისამთავრობო პროპაგანდაში ედება ბრალი.