კულტურა
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია, პირვანდელი სახის დასაბრუნებლად [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ასუფთავებენ, წმენდენ ნარჩენებისგან, სარდაფებს და საძირკველს მიწისგან. დადიანების მუზეუმის დირექტორის, ლილი ბერაიას განცხადებით, თავდაპირველი მიზანი იყო ენახათ, რა მდგომარეობაში იყო საწრეტი მილები, სავენტილაციო ხვრელები. აღმოჩნდა, რომ ისინი მიწითაა სავსე, რამაც შენობის დანესტიანება გამოიწვია. მისი თქმით, ჯერ გაწმენის სამუშაოებს სასახლის პირველ სართულზე აწარმოებენ, რომელიც დეკემბრისთვის დასრულდება.

„კედლებიც გასუფთავებულია. პირველი სართულის ყველა ნაწილს რომ მორჩებიან, შემდეგ უკვე ავლენ ზემოთა ნაწილში. ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება იმიტომ, რომ ჩვენ მოგვიწევს იქ ნივთების გადაადგილება პერიოდულად და როცა გაკეთდება პირველი ნაწილი, ყველაფერს ჩამოვიტანთ დაბლა და გადავლენ მეორე ნაწილზე“, - უთხრა ლილი ბერაიამ „ლაივპრესს“.

მუზეუმის დირექტორის თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაზაფხულიდან განახლდება, თუმცა შიდა სამუშაოებს ზამთრის მანძილზეც განაგრძობენ. მანვე აღნიშნა, რომ ნიკოსეული სასახლის დასრულებული სახე მაქსიმალურად იქნება მიახლოებული მის პირვანდელ სახესთან.

„როგორც კი რეკონსტრუქცია მოხდება, ჩვენ იქ გვექნება ისეთივე მუზეუმი, როგორც არის დედოფლისეული. წინ გველოდება როგორც სარეკონტრუქციო, ასევე საექსპოზიციო სამუშაოები“, - გვითხრა ლილი ბერაიამ.

ნიკოსეულ სასახლეში გაწმენდის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. რეკონსტრუქციის პროექტის მთავარი არქიტექტორი მერაბ ბოჭოიძე აცხადებს, რომ დაპროექტებისას იხელმძღვანელეს ძველი მასალებით, საარქივო დოკუმენტაციით, ჩატარდა მოკვლევაც, როგორც ისტორიული, ასევე შენობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

„საბჭოეთის პერიოდში ძალიან ბევრი რამე იყო გადაკეთებული. ცუდად იყო გადაკეთებულ-გადმოკეთებული, დამალული ბევრი რამ. ამან გამოიწვია დაზიანება, დანესტიანება, დაობება, მერე დეფორმაციები. ახლა იწმინდება ასე ვთქვათ ზედმეტი ხორცმეტები. პროექტი ითვალისწინებს თავდაპირველი სახის მაქსიმალურად აღდგენას და შენობის გაჯანსაღება-გამოცოცხლებას“, - გვითხრა მერაბ ბოჭოიძემ და დასძინა, რომ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ციხეებზე, ეკლესია-მონასტრებზე მუშაობის დიდი გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ნიკოსეული სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს „იკორთა“ აწარმოებს, დამკვეთი საქართველოს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოა. გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა დოლიძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ შენობის რეკონსტრუქციის სახარჯთააღრიცხვო ღირებულება მილიონ 300 ათასი ლარით არის განსაზღვრული, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის კი 30 ათას ლარამდე დაიხარჯა.

„რაც შეეხება ფიზიკურ სამუშაოებს, წელს ჩვენი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 ათასი ლარი გამოიყო პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის. ასევე 200 ათასი დაემატა შემდეგ ისტორიულ ძეგლთა გადარჩენის და დაცვის ფონდიდან. მომავალ წელსაც იგეგმება ამის გაგრძელება, სანამ არ დასრულდება მთლიანი ბიუჯეტი. უბრალოდ შეიძლება მან მცირე კორექტირებები განიცადოს ინფლაციის და ვალუტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება აისახოს მასალების შესყიდვასთან დაკავშირებით“, - გვითხრა პაატა დოლიძემ.

ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია ივნისში გაიმართა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან ერთად დაესწრო. პრემიერის განცხადებით, ამოქმედდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის პროგრამა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.