კულტურა
ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა [Photo]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქის ცენტრში განთავსებული სამსართულიანი შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ინგრევა. ჩამოშლილია ფასადი, სახურავი, დანგრეულია შიდა კედლები, კიბე და გამყოფი ბოძები.

შენობა მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს აშენდა. იქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

სასწავლებლის დახურვის შემდეგ, 2011 წელს, ეკონომიკის სამინისტრომ შენობა საკუთრებაში ფოთის მერიას გადასცა. მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა იქ თვითმმართველობის ორგანოების - მერია, საკრებულოს და მის დაქვემდებარებაში მოქმედი სამსახურების განთავსებას გეგმავდა.

მაშინ ხელისუფლებამ პროექტისთვის ბუჯეტში თანხა რამდენჯერმე გამოყო, მაგრამ ცვლილების შედეგად თანხა სხვა საკითხებს მოხმარდა. ესპანელ არქიტექტორთა ჯგუფმა მხოლოდ წინასაპროექტო მონახაზი მოამზადა.

იყო შემთხვევები, როცა მოსახლეობა თვითნებურად ანგრევდა შენობის კედლებს, სამშენებლო მასალების მოპოვების მიზნით. შესაბამისი სამსახურები კი მეთვალყურეობაზე კონტროლს ვერ ახორციელებდნენ.

შენობის გადარჩენა, მოვლა-პატრონობას პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ფოთელებს წინასაარჩევნოდ დაჰპირდა.

ფოთის მერის მოადგილე, ნიკოლოზ გრიგოლიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში შენობის რეკონსტრუქციისთვის თანხები გათვალისიწნებული არ არის. მისივე თქმით, დაგეგმილი არ არის შენობის გასხვისებაც.

„შორეულ პერსპექტივაში შესაძებელია მერია, საკრებულო მართლა განთავსდეს, ეს იქნება იდეალური ვარიანტი, მაგრამ მანამდე ექსპერტიზა იქნება ჩასატარებელი, რამდენად უსაფრთხოა და რამდენად იძლევა შენობა უკვე ამის საშუალებას“, - აცხადებს გრიგოლია.

ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სხვა ნაგებობებიც ავარიუილია და ინგრევა. მათ შორის ედმუნდ ფრიკის ავტორობით აშენებული შენობა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.