კულტურა
მივიწყებული აფხაზური რიტუალი
FaceBook Twitter
E-mail Print
ძველად, აფხაზეთში თებერვლის თვეში, მსხვილფეხა საქონლის გამრავლებისა და რძის მატებისთვის რიტუალს ატარებდნენ. მას „ჟვაბრანი“ ერქვა. აფხაზი ეთნოლოგის, ინგა შამბას გადმოცემით, „ჟვაბრანის“ რიტუალისთვის ოჯახის უხუცესი დიასახლისი საგანგებოდ აცხობდა პურს, საფუარის გარეშე.

„ფაცხაში გაჩაღდებოდა ცეცხლი, კერა რომ გახურდებოდა, ნახშირისგან გაწმენდნენ, მოხარშავდნენ შქერის ფოთლებს, მასზე გააბრტყელებდნენ პურის ცომს, ზევიდან ისევ დააფენდნენ ფოთლებს და დაადებდნენ ნაკვერჩხალს. რიტუალისთვის საჭირო პური რომ გამოცხვებოდა, ოჯახის უხუცესი ქალი წარმოთქვამდა ლოცვას, მსხვილფეხა საქონლის ღვთაებას „ჟვაბრანს“ შესთხოვდა ხვავს, ბარაქას, საქონლის დაცვასა და გამრავლებას. შემდეგ გაიშლებოდა სადღესასწაულო სუფრა, საღამოს კი მიცვალებულთა მოსახსენიებელი სუფრა, სარიტუალო პურის გარეშე“, - აღწერს აფხაზი ეთნოლოგი.

„ჟვაბრანი“, ისევე, როგორც ბევრი სხვა აფხაზური რიტუალი წარმართული და ქრისტიანული შეხედულებების ნაერთია, - უთხრა „ლაივპრესს“ ქართველმა ეთნოლოგმა ნუგზარ ანთელავამ. მისივე თქმით, „ჟვაბრანის“ პატივსაცემად დღესასწაული ყველიერის შაბათს სრულდებოდა.

„საამდღისოდ აცხობდნენ ფეტვის პურს, შუა ნაწილში ათავსებდნენ ე.წ. წმინდა ყველს, ოჯახის უფროსი ლოცულობდა და თან უხმობდა საქონელს ძახილით „უოოცვ, უოოცვ“, - აღწერს ნუგზარ ანთელავა წიგნში „აფხაზური მითები და რიტუალები“, რომელიც 2005 წელს გამოიცა აფხაზურ ენაზე. გამოცემის ნაწილი აფხაზეთშიც გავრცელდა.

ქართველი ეთნოლოგი ამბობს, რომ აფხაზური რიტუალები ჩრდილოკავკასიური გავლენის მიუხედავად, ქართული დღესასწაულების იდენტურია.

„საქორწილო რიტუალი, ასევე მიცვალებულის გლოვასთან და მის დაკრძალვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, წარმოდგენები საიქიო ცხოვრებაზე, სამშობიარო ციკლის რიტუალები, წვიმისა და მზის გამოწვევასთან დაკავშირებული მაგიური ხერხები, და სხვადასხვა წარმოდგენები ერთნაირი გვაქვს“, - გვითხრა ნუგზარ ანთელავამ.

აფხაზი თეოლოგი ინგა შამბა ამბობს, რომ დღევენდელ აფხაზეთში, „ჟვაბრანს“ გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, ცოტა ვინმე თუ ასრულებს. მისივე თქმით, აფხაზეთში სხვა რიტუალებიც მივიწყებულია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.