კულტურა
კანდიდ თარბას ზუგდიდელი მეგობრების მოგონებები [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ცნობილი აფხაზი მოცეკვავე და ქორეოგრაფი კანდიდ თარბა 72 წლის ასაკში, 1 მაისს გარდაიცვალა. გასული საუკუნის 70-იან წლებში იგი ცნობილი ქართველი ქორეოგრაფების, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ცეკვავდა. აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბა ხალხური ცეკვების ქორეოგრაფიული ანსამბლი „კავკაზი“. კანდიდ თარბას ამიერკავკასიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ მიიჩნევდნენ.

კანდიდ თარბას ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა და აფხზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ. მისი ზუგდიდელი მეგობრები ამბობენ, რომ ის წარმატებული ქორეოგრაფი და საუკეთესო მეგობარი იყო.

„ჩვენ დიდხანს ვცეკვავდით ერთად სუხიშვილების ანსამბლში, მან თავისი ნიჭისა და ადამიანური თვისებების გამო დიდი ილიკო სუხიშვილის სიყვარული მოიპოვა. ქართულ-აფხაზური მოვლენების შემდეგ, ის ტელეფონით ხშირად გვეხმიანებოდა, 3 წლის წინ კი თბილისში იყო სამკურნაოდ ჩამოსული“, - გვითხრა სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ თამაზ მოსიამ.

ქორეოგრაფმა ნიკო მაქაცარიამ გაიხსენა, თუ როგორ განიცდიდა კანდიდ თარბა 90-იან წლებში ქართველებსა და აფხაზებს შორის მომხდარ ამბებს.

„მან ძალიან ახლოს მიიტანა გულთან ეს ამბები. ძალიან განიცდიდა მომხდარს. საოცარი პიროვნება იყო. მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია აფხაზებისთვის და ჩვენთვის“.

აფხაზეთში შეიქმნა კანდიდ თარბას დამკრძალავი სპეციალური კომისია. მას 5 მაისს სოხუმში დაკრძალავენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.