კულტურა
სასახლე თუ მეზარბაზნეთა კოშკი - რა ისტორიას ინახავს დადიანების ბაღში აღმოჩენილი ნანგრევები [Photo]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შესასვლელში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნანგრევების წარმომავლობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. კვლევის სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, ის დროებით შეჩერებულია, თუმცა რა შენობასთან გვაქვს საქმე, ვარაუდებს უკვე გამოთქვამენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქიას აზრით, ეს შესაძლოა სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის დის სასახლე იყოს, რადგან ნაშთი, რაც სამუშაოების წარმოების პროცესში გამოიკვეთა საკმაოდ ვრცელია. მაგრამ აღნიშნავს იმასაც, რომ ისტორიულ წყაროებში ამ ტერიტორიაზე სასახლის არსებობის შესახებ ცნობები დაცული არ არის.

აღმოჩენილ ნაშთზე განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორს და „დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის“ თავმჯდომარე გიორგი კალანდიას. მისი თქმით, ბოტანიკური ბაღის შესასვლელში ისტორიულ წყაროებში, მათ შორის იონა მეუნარგიას მონაცემების მიხედვით, მდებარეობდა ე.წ შენგელაიას კოშკი, ამიტომ აღმოჩენილი ნანგრევები ვერ იქნება სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის დის, პუპი დადიანის სასახლე. კალანდიას განმარტებით, საუბარია სასახლესთან არსებულ საგუშაგო-კოშკზე, რომელზეც ზარბაზანი იდგა და ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს - უფლისწულის დაბადება, შობის დღესასწაული, ახალი წლის დადგომა, დედოფლის ინაუგურაცია თუ მთავრის მიერ განსაკუთრებული სტუმრის მიღება, ამ კოშკიდან ზარბაზანს ისროდნენ.

„ისევე, როგორც ეს ხდება ბუნკიგემის სასახლეში ინგლისში. ანუ, როგორც შეესაბამება ევროპულ სასახლეს, ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა ზუგდიდის დადიანების სასახლე. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ და სავარაუდოდ ასეა, რომ ბოტანიკური ბაღის შესასვლელში იყო შენგელაიების საგუშაგო-კოშკი”, - განუცხადა მან “ლაივპრესს“ და დასძინა, რომ მიესალმება არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებას, რამაც ძალიან საინტერესო შედეგები უნდა მოგვცეს.

აზნაური ზურაბ შენგელაია, ვისი სახელითაც ისტორიულ წყაროებში ეს კოშკი მოიხსენიება, მწერალ ლეო ქიაჩელის ბაბუა იყო. მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი ბესიკ არახამია ამბობს, რომ დადიანების სასახლეს შემოვლებული ქონდა ე.წ ჭიშკრის მცველი კოშკი, რომელიც მდებარეობდა არა ბოტანიკური ბაღის შესასვლელში, არამედ სასახლის ახალი ჭიშკრის ტერიტორიაზე, დღევანდელი მეორე სკოლის მიმდებარედ. ბესიკ არახამიას თქმით, ეს მათ შორის სოლომონ ცაიშვილის ნარშრომიდანაც ირკვევა. რა შენობასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, როცა აღმოჩენილ ნანგრევების იდენტიფიცირებას ვცდილობთ, განმარტა:

„ვარაუდების დონეზე ამ საკითხს ვერ გადავწყვეტთ. მეცნიერული მიდგომა, არქეოლოგების ჩარევაა საჭირო, რომ დავაზუსტოდ, რომელ ტერიტორიაზე რა იყო“.

მათგან განსხვავებით, ბოტანიკურ ბაღში განხორციელებული არქოლოგიური სამუშაოების ხელმძღვანელი რევაზ პაპუაშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ აღმოჩენილი ნანგრევები დადიანების ძველი სასახლის ნაშთია, რომელიც დაიწვა. მისი თქმით, იკვეთება ძალიან დიდი, თითქმის 100 მეტრის სიგრძის შენობა, ბევრად დიდი, ვიდრე დღეს შემორჩენილი სასახლეებია, ამიტომ ის შენგელაიების კოშკი ვერ იქნება.

„არსებობს ყველანაირი საფუძელი, რომ მოვიაზროთ როგორც ეს სასახლე. მერე ნიკოსეული სასახლის ადგილას ააშენეს. ისიც განადგურდა ცოტა ხანში და ააგეს ეკატერინესეული სასახლე. მერე უკვე ნიკოსეული სასახლე დააშენეს ნანგრევებზე. კოშკი როგორც წესი პატარაა. კოშკი შეიძლება შემადგენელი ნაწილი იყოს რაღაც კომპლექსის, მაგრამ ეს დიდი კომპლექსია. მრავალი ოთახებისგან შედგება”, - გვითხრა რევაზ პაპუაშვილმა.

არქეოლოგის თქმით, აღმოჩენილი შენობის ზუსტი გეგმა, ოთახების რაოდენობა, მათი დანიშნულება ჯერ უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოტანიკური ბაღის შესასვლელში „გრანდიოზული ნაგებობის ნანგრევებია“.

შესაძლოა თუ არა სამუშაოების დასრულების შემდეგ შეიცვალოს პირველი მონაცემი, გვითხრა, რომ შეიძლება მოხდეს ყველაფერი, თუმცა ამ ეტაპზე ეს საფუძველი არ არსებობს.

რევაზ პაპუაშვილი ამბობს, რომ სამუშაოების შედეგად ჯვარედინა სასახლის ადგილსამყოფელიც, აღმოჩენილი ნანგრევებიდან ცოტა მოშორებით, ეკლესიის გასწვრივ ტერიტორიაზე, ზუსტად დაემთხვა მარი ბროსეს აღწერილობას. მათ შორის ნახეს სკულპტურის ფრაგმენტებიც, რომლითაც ბროსეს ცნობით, სასახლე იყო გაშენებული.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის არქეოლოგიური შესწავლა 2015 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო. ბაღის რეკონსტრუქციამდე უნდა დადგინდეს, ხომ არ არის ამ ტერიტორიაზე უცნობი ნაგებობები, რათა ისინი სამუშაო პროცესში არ დაზიანდეს.

დღეს არქეოლოგიური სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა იგეგმება მისი გაგრძელება. გამგეობაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამისი სახსრების მოსაპოვებლად.

„ობიექტები უნდა მომზადდეს, ტურისტულად საინტერესო რომ გახდეს. მათ ამისთვის სჭირდებათ შესაბამისი გარემოს მოწყობა, ადაპტაცია“, - გვითხრა ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ.

მისივე განმარტებით, შარშან წარმოებული „დაზვერვის სამუშაოების“ შედეგად ირკვევა, რომ ბოტანიკური ბაღი თავის დროზე ერთ-ერთი აქტიური კულტურული ზონა იყო.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეშია გაშენებული. ის ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. თანხმდებიან, რომ დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ისტორიული შენობის ნაშთი შესაძლოა აღმოჩნდეს, თუმცა ამისთვის ბევრად მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოს წარმოებაა აუცილებელი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში,
18:24 / 02.08.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში,
ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მუნიციპალიტეტისთვის
გადასაცემად,
10:55 / 20.07.2019
ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემად,
ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას“ დაარსებიდან
11:45 / 21.04.2019
ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას“ დაარსებიდან
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი
მთავრის,
10:46 / 07.04.2019
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის,
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.