კულტურა
რევაზ ქარჩავას ნამუშევრები სოხუმის სამხატვრო სალონში [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთიდან დევნილი რევაზ ქარჩავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილ ჩასახლებაში ცხოვრობს. ხატვა 19 წლისამ დაიწყო. თვითნასწავლ ხელოვანს თავდაპირველად „ეუხერხულებოდა“ ნამუშევრების ვინმესთვის ჩვენება, ჩუმად მუშაობდა, ისე, რომ კარგად არც მხატვრის ტექნიკას ფლობდა და არც ის იცოდა, იყო თუ არა საზოგადოებისთვის საინტერესო საკუთარი შემოქმედება. ქმნიდა პეიზაჟებს, ნატურმორტებს... დღეს მის ნახატებს სოხუმის სალონსა თუ გაგრის სასტუმროებსა და რესტორნებში შეხვდებით.

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ საცხოვრებლად ოჯახთან ერთად 20 წლით სოჭში გადავიდა. თავი როგორმე უნდა ერჩინათ, ამიტომ ხელი იქაც მხატვრობას მიჰყო. დრო არ ჰქონდა საყვარელ საქმეს შემოქმედებითად მიდგომოდა, რადგან ძირითადად დაკვეთებზე მუშაობამ მოუწია. მერე ზუგდიდში ჩამოვიდა...ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხატვა ერთი წლის წინ განაახლა. ამბობს, რომ ზუგდიდში ნამუშევრები არ იყიდება, თბილისთან კონტაქტები ჯერჯერობით არ დაუმყარებია, ამიტომ ძირითადად მათ სოხუმელი მომხმარებლისთვის ქმნის. ამ საქმეში რევაზ ქარჩავას საკუთარი შვილი ეხმარება. მას აფხაზური პასპორტი აქვს და გადაადგილებას ენგურს გაღმა ჩვეულებრივ ახერხებს.

„ჩემი შვილი სოხუმში იმყოფებოდა. ნახა, რომ იქ არის სამხატვრო სალონები. დაუკავშირდა ვინც არიან და გამოთქვეს სურვილი, რომ მიიღებდნენ აქედან ნამუშევრებს. აფხაზმა ქალმა დამიკვეთა ქართული ტაძარი. არ ვიცი რატომ ქონდა ასეთი სურვილი. ქართულ სტილში გავაკეთე ერთი ტაძარი. ნატურმორტების მოთხოვნაც არის. ძირითადად დამსვენებლები რომ ჩამოდიან, მათ ზღვა აინტერესებთ”, - უთხრა ხელოვანმა „ლაივპრესს“.

რევაზ ქარჩავა ზეთით მუშაობს. ზუგდიდის გალერეაში მისი რამდენიმე ნამუშევარი ახლაც კიდია. პერსონალური გამოფენა არასდროს მოუწყვია, საკმარისი ნახატების არქონის მიზეზით. იყო ჩარჩოების პრობლემაც, რომელსაც ადგილზე ნაკლებად ამზადებენ. სურს საკუთარი შემოქმედება თბილისელ დამთვალიერებლებს გააცნოს და საამისოდ ემზადება კიდეც.

„მე თავისუფლად ჩავდივარ აფხაზეთში. ვიყავი ქალაქებში, თან ვმუშაობდი მშენებლობაზე. დავინტერესდი ბუნებრივია სამხატვრო სალონით. დაველაპარაკე მეპატრონეს. დაინტერესდა და ჩამოვუტანე ერთ-ორჯერ ნამუშევრები. დღეს იქ მამაჩემის სამი სურათია, 20 (725 ლარი), 10 (363 ლარი) და 7 ათასი (254 ლარი) რუსული რუბლის ღირებულების. გაყიდული მაქვს ჯამში 70 ათასი რუბლის (2 540 ლარი - ავტ.) ერთი თვის განმავლობაში სოხუმსა და გაგრაში”, - გვიხსნის რევაზ ქარჩავას შვილი ავთანდილ ქარჩავა გარემოებებს, როგორ დაიწყო თანამშრომლობა აფხაზ ხელოვანებთან მამის შემოქმედებით.

ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას რუსები ინტერესდებიან, თუ რა მიაქვს, ეკითხებიან, ისიც პასუხობს, განუმარტავს და ჩვეულებრივ გადააქვს. ამბობს, რომ გაგრაში ნახატებს პირადად სთავაზობდა სასტუმროებსა და რესტორნებს. 

რევაზ ქარჩავას შვილისგან განსხვავებით აფხაზური პასპორტი არ აქვს, ამიტომ იქ ჩასვლა, ადგილობრივი ხელოვანების გაცნობა მისთვის მომავლის პერსპექტივაა:

„მინდა გალერეას დავუკავშირდე და გამოფენები მოვაწყო. წინააღმდეგი არ იქნებიან, რადგან ჩემი შვილი რომ ელაპარაკება, ამბობენ, რა საინტერესო მხატვარი ყოფილა, კარგი იქნებოდა ნამუშევრებსაც თუ გამოფენდაო. ასეთი საუბარიც იყო“.

თუმცა მანამდე ზღვა უნდა დახატოს. ფუნჯს მოზრდილ ჩარჩოზე გამოკვეთილ კონტურებზე გადაატარებს, ფერებს, დეტალებს ამატებს. ეს „ზღვა“ სოხუმში ჩავა. ასეთია დაკვეთა აფხაზეთიდან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში,
18:24 / 02.08.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში,
ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მუნიციპალიტეტისთვის
გადასაცემად,
10:55 / 20.07.2019
ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემად,
ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას“ დაარსებიდან
11:45 / 21.04.2019
ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას“ დაარსებიდან
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი
მთავრის,
10:46 / 07.04.2019
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის,
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.