კულტურა
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეკონსტრუქცია იწყება [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს მთავრობა ნოქალაქევის მუზეუმისა და ნაკრძალის რეკონსტრუქციას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს, ნაკრძალის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გააკეთა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სენაკის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათთან ერთად ისტორიული ძეგლის ტერიტორია დაათვალისერეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ირაკლი ბერაიამ და ოთარ დანელიამ.

ნიკოლოზ ანთიძის სიტყვებით, ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია, რაც კი განხორციელებულა. ამბობს, რომ იმყოფებოდა სენაკის სოფელ კოტიანეთში, სადაც კირქვის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობდა. მისივე თქმით, სამუშაოები არ გაგრძელდება და შესწავლილი იქნება საკითხი, რათა რაიმე ტიპის სამუშაოებმა საფრთხე არ შეუქმნას ისტორიულ ძეგლს.

ოფიციალური ინფორმაციით, ნოქალაქევის რეკონსტრუქცია დღეიდან დაიწყება და 2020 წელს დასრულდება. წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია მილიონ სამასი ათასი ლარი. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეკონსტრუქციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სრულად აფინანასებს საქართველოს მთავრობა.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, IV-VIII საუკუნეებში. ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ „ციხეგოჯს”, „არქეოპოლისს წარმოადგენდა.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ ისტორიული ეგრისის სამეფო დედაქალაქი ციხეგოჯი”, არქეოპოლისის განვითარების, 22 ცალკეული კომპონენტისგან შემდგარი საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა.

დოკუმენტაციაში წარმოდგენილი კომპონენტების შესრულება შესაძლებლობას იძლევა, მომზადდეს ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი შესაბამისი ნომინაცია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სვანეთის „სიყვარულის კოშკზე“, ბევრი ლეგენდა არსებობს.
18:45 / 14.02.2020
სვანეთის „სიყვარულის კოშკზე“, ბევრი ლეგენდა არსებობს.
ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ქართულ ჩოხებს თითქმის 60 წელია კერავს.
15:23 / 12.02.2020
ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ქართულ ჩოხებს თითქმის 60 წელია კერავს.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი დირექტორ ზურაბ ეგუტიასთან
23:48 / 07.02.2020
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი დირექტორ ზურაბ ეგუტიასთან
82 წლის ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ეროვნული სამოსის თერძია.
16:52 / 05.02.2020
82 წლის ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ეროვნული სამოსის თერძია.
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში გათოვდა. თოვა ხანმოკლე იყო და მალევე დადნა.
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.