არტ-გალერეას ზუგდიდელი მხატვრის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელი მიენიჭა [Video]
ზუგდიდის სამხატვრო გალერეას დღეს, ცნობილი მხატვრის მიხეილ (მაცი)
ხორავას სახელი მიენიჭა.
საზეიმო ცერემონიას მხატვრის ოჯახის წევრები, მეგობრები, მერი ირაკლი
გოგოხია და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.
„მეორე დღეა ზუგდიდში ვარ და სიყვარულის გარემოცვაში ვიმყოფები. მაცი თავის ნახატებს მეგობრებს ჩუქნიდა. დიდი მადლობა მინდა მათ ვუთხრა, რომ სახლიდან მოიტანეს ნახატები ამ გამოფენის მოსაწყობად“, - უთხრა გალერეაში შეკრებილებს მხატვრის ცოლმა, მადონა გაბუნიამ.
„გარდა იმისა, რომ ის იყო დიდი მხატვარი, ის იყო ასევე, ზუგდიდში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულის ჩამდგემლი. ამიტომაც, მისი ღვაწლი ორმაგად დასაფასებელია“, - თქვა მხატვრის მეგობარმა, თამაზ ჟორჟოლიანმა.
ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ გალერეისთვის მიხეილ ხორავას სახელის მინიჭება არის ობიექტური გადაწყვეტილება.
„მე ვიცნობდი ბატონ მაცის, მისი ნაჩუქარი სურათიც მაქვს სახლში. დღევანდელი დღე არის ნიჭის დაფასება, გალერეისთვის მისი სახელის მინიჭება იყო ობიექტური გადაწყვეტილება, რასაც ის იმსახურებდა“, - თქვა ირაკლი გოგოხიამ.
გალერეაში შეკრებილებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მერაბ ქვარაიამ.
„ის რომ მიხეილ ხორავას სახელი დაერქმევა გალერეას, არის ჩვენი ხელოვანი ხალხის და ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურება, ვინც მიოიღო ეს გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ღირსეული ადამიანები, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საზოგიდოების და ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
არტ-გალერესითვის მიხეილ ხორავას სახელის მინიჭების საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმაც.
სამხატვრო გალერეას მიხეილ (მაცი) ხორავას სახელი ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდობის დღესასწაულზე მიენიჭა.