ჩხოროწყუში დამზადებული აბრეშუმი მარსელსა და ლიონში [Video]
პირველი რკინის სადნობი, სამკაულების დასამზადებელი დაზგა და
აბრეშუმის
საამქროს ნაწილები - ეს მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჩხოროწყუს
მუზეუმის სიმდიდრეს წარმოადგენს.
ორსართულიანი, საბჭოთა არქიტექტურის შენობა ჩხოროწყუს ცენტრში მდებარეობს. აქ ზაფხულობით ისე ცხელა, რომ მუზეუმის თანამშრომლები გასაგრილებლად ფანჯრებს აღებენ. ზამთარში კი ტემპერატურა ისე ეცემა, რომ მისი გათბობა ელექტროღუმელებით თითქმის შეუძლებელია. მუზეუმის დირექტორი ნაირა ციმინტია ამბობს, რომ მომავალი წლისთვის გეგმავენ თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
ექსკურსიამძღოლი ინგა ალანიძე გვეუბნება, რომ დასავლეთ საქართველოში პირველი აბრეშუმის საფეიქრო ჩხოროწყუში იყო, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებმა ბასა სიჭინავამ დაარსა.
„1860 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ადგილობრივ მცხოვრებ ბასა სიჭინავას ჩხოროწყუში დაუარსებია აბრეშუმის საფეიქრო და აქ დამზადებული აბრეშუმი მარსელსა და ლიონში იგზავნებოდა გასაყიდად“, - ამბობს ინგა ალანიძე.
სწორედ ამ საამქროს შემორჩენილი ნაწილები ინახება მუზეუმში, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეორე სართულზე, დადიანების კუთხის გასწვრივ.
მუზეუმის თანამშრომლის იგორ ფიჩხაიას თქმით, ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ძველი წელთაღრიცხვის დროიდან ამ ტერიტორიაზე მცხოვრები წინაპრები მღვიმეებში ქვებს მოიპოვებდნენ და მისგან რკინას ადნობდნენ.
„აქ ინახება ქვა, რომლის 58% რკინას შეიცავს. ასეთი ქვა ძირითადად ზისნახეს გამოქვაბულშია. ამ ქვებს ახლა უცხოელი და ქართველი მეცნიერები სწავლობენ“, - გვითხრა მუზეუმის თანამშრომელმა.
რკინის გარდა ჩხოროწყუში მინერალებს და ნახევრად ძვირფას ქვებსაც მოიპოვებდნენ.
„მუზეუმში წარმოდგენილია ქვის უმარტივესი იარაღები, რისგანაც ადამიანები ამზადებდნენ ძალიან მაღალი დონის, დახვეწილ სამშვენისებს. ჩვენ გვაქვს სამშვენისების ნიმუშებიც, აქ წარმოდგენილია ბრინჯაოს, აქატის, გიშრის, ქვებით და მინით ნაკეთი ისეთი სამკაულები, რომ მათზე თანამედროვე ქალბატონებიც არ იტყოდნენ უარს“, - ამბობს ინგა ალანიძე.
მუზეუმში ვნახეთ თამბაქოს საჭრელი დაზგაც, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა აფხაზეთსა და სამეგრელოში, რადგან ამ ადგილებში თამბაქოს წარმოება ფართოდ იყო გავრცელებული.
მუზეუმში ინახება ასევე, მე-11 საუკუნის არქიტექტურული ძეგლის - ოცინდალეს ეკლესიის ჩუქურთმები.
„როცა ეკლესიას 80-იან წლებში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, სამწუხაროდ ეს ქვები მორჩათ ოსტატებს და მუზეუმში ვინახავთ“, - გვითხრა ინგა ალავიძემ.
მუზეუმში გამოფენილი ყველა ნივთი ადგილობრივი ნედლეულით და ჩხოროწყუს მცხოვრებლების მიერ არის დამზადებული. სამუზეუმო ექსპონატები მასწავლებელმა გრიშა შენგელიამ გლეხებისგან შეაგროვა და მუზეუმი დააარსა 1978 წელს. მუზეუმში დღეისათვის 22 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.