კულტურა
არექოლოგებმა ხობის მონასტრის ეზოში ახალ ნაგებობას მიაკვლიეს [Photo]
FaceBook Twitter
E-mail Print
ხობის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახალი ნაგებობა აღმოაჩინეს. სპეციალისტების ვარაუდით, ნაგებობა ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით მე-13 საუკუნეში განადგურდა. ექსპედიციის წევრების აზრით, საკმაოდ დიდი ზომის ნაგებობა შესაძლოა არსებული ტაძრის სატრაპეზო ან ცალკე მდგომი სასახლე იყოს.

არქეოლოგი როლანდ ისაკაძე პირველ ვერსიას ემხრობა, რადგან მისი სიტყვებით, არქეოლოგიური მასალა მიუთითებს, რომ სავარაუდოდ სატრაპეზო მე-13 საუკუნეში განადგურდა:

„როგორც ვიცით ეს ტაძარი მეცამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული. სადღაც მეცანმეტე საუკუნის შუახანებში როგორც არექოლოგიური მასალა და აქ აღმოჩენილი ნივთები მიუთითებს, აქ მოხდა დიდი ნგრევა. ამ დროს დასავლეთ საქართველოში არის მონღოლების ლაშქრობა, მაგრამ ჩვენ აქამდე წერილობითი წყაროებით ქუთაისის რეგიონზე გვაქვს ინფორმაცია, არ ვიცით იყო თუ არა ის ასე ღრმად კოლხეთის ტერიტორიაზე. მაგამ ნივთები გვიჩვენებს, რომ მეცამეტე საუკუნეს აქ იყო ნგრევა, დაინგრა ეს ეკლესია და სატრაპეზო“, - ამბობს არქეოლოგი.

ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას თქმით, საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან ნაგებობებთან, რომელზეც ისტორიულ წყაროებში არანაირი მინიშნება არ არის.

„აქ არის საკმაოდ დიდი მოცულობის ნაგებობა. ჯერჯერობით გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ სავარაოდოდ ეს არის ძალიან ადრეული პერიოდის ნაგებობა თავისი სარდაფებით, კიბეებით... მას აქვს ასევე მონუმენტური კიბე. მართალია ეს მონასტრის ტერიტორიაზეა, მაგრამ არის სულ სხვა ხასიათის ნაგებობა. ასეთი ნაგებობები საერთოდ ძალიან ცოტაა შემორჩენილი და ეს ძალიან ზრდის მის მნიშვნელობას“, - განმარტავს გოგიტა ჩიტაია.

არქეოლოგიური გათხრები ხობის თვითმმართველობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 46 000 ლარს შეადგენს. მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხობის საკათალიკოსო სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად დაიწყო.

მონასტრის აღდგენის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 445.968 ლარს შეადგენს და ის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკათალიკოსო სასახლის სრული რეკონსტრიქცია და მოეწყობა მუზეუმი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სვანეთის „სიყვარულის კოშკზე“, ბევრი ლეგენდა არსებობს.
18:45 / 14.02.2020
სვანეთის „სიყვარულის კოშკზე“, ბევრი ლეგენდა არსებობს.
ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ქართულ ჩოხებს თითქმის 60 წელია კერავს.
15:23 / 12.02.2020
ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ქართულ ჩოხებს თითქმის 60 წელია კერავს.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი დირექტორ ზურაბ ეგუტიასთან
23:48 / 07.02.2020
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი დირექტორ ზურაბ ეგუტიასთან
82 წლის ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ეროვნული სამოსის თერძია.
16:52 / 05.02.2020
82 წლის ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ეროვნული სამოსის თერძია.
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში გათოვდა. თოვა ხანმოკლე იყო და მალევე დადნა.
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.