კულტურა
ეკატერინე ჭავჭავაძის მარაო, რომელიც საუკუნეებს ითვლის [Photo]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელოს უკანასკნელი დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის მარაო, რომელიც სავარაუდოდ XVIII საუკუნის ბოლოს XIX-ე საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს დამზადებული, ხელოვნების სასახლემ შეიძინა. მარაო სამეგრელოს დედოფალს მასზე შეყვარებულმა ესპანელმა ჰერცოგმა აჩუქა.

სასახლის მეცნიერ-თანამშრომელი ლალი ხოსიტაშვილი ამბობს, რომ პეტერბურგში, როცა ჰერცოგმა დედოფალს მარაო აჩუქა, ის უკვე იყო 100 წლის და მანამდე ეკუთვნოდა ვინმე დიდგვაროვან ქალბატონს, ელჩის დედას.

„ადამიანი, ჩვენ ვისგანაც შევიძინეთ ეს ნივთი, გვიყვება, რომ ეს ამბავი მამაჩემმა უამბო მწერალ სერგი ჭილაიასო, რომელიც ამდროს მუშაობდა რომანზე „ეკატერინე ჭავჭავაძე“. ძალიან მოწონებია ეს ამბავი და გამოუყენებია კიდევაც რომანში“, - ამბობს ლალი ხოსიტაშვილი.

თუ რამდენად და ვისგან შეისყიდა მოვერცხლილ-მოოქრული მარაო ხელოვნების სასახლემ - უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მარაო კერძო პირისგან შეიძინეს. ნივთს თან ახლდა ხელნაწერი დოკუმენტი, სადაც მარაოს ისტორიაზეა მოთხრობილი.

გადმოცემის მიხედვით, მარაო სამეგრელოს დედოფალს საქართველოში წამოუღია. მისი გარდაცვალების შემდეგ კი სახლთუხუცესს ივანე ჩიქოვანის ქალიშვილისთვის უჩუქნია. მას შემდეგ ის, როგორც ოჯახის რელიქვია თაობებს მემკვიდრეობით გადაეცემოდა.

„მარაო თვრამეტი ე.წ. კბილანასაგან შედგება, რომელზეც ქაღალდის ეკრანია გადაკრული, ეკრანი მთლიანად მოხატულია, წინა მხარეს შეყვარებული წყვილი ზის, რომელთაც თავზე კუპიდონები დასტრიალებენ. მეორე მხარეს კი ესპანურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი (იქნებ ჰერცოგი?) ქალებს ემუსაიფება, ეკრანის მეორე მხარეს სხვა სცენაა. აქ საგანგებოდ მოწყობილ ხის მოედანზე მაიმუნია დაბმული. მარაოს ეკრანი ორივე მხარეს დიდი ოსტატობითაა მოხატული.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ გასაშლელ კბილანებზე. სადაფით შესრულებული ეს ჯოხები მოჩუქუთმებულია ღრმა კვეთით და შემდეგ მოვერცხლილ მოოქრულია. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული ნივთი თავიდანვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანისთვის მომზადდა და ის დაბადებისთანავე ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუში იყო“, - აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.

სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილი ეკატერინე ჭავჭავაძე 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. გადმოცემის თანახმად, ის აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი
მთავრის,
10:46 / 07.04.2019
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის,
სენაკის თეატრი, იმ შენობებს შორისაა, რომელიც მნახველში აღტაცებას
იწვევს და ნუსხავს.
17:47 / 04.02.2019
სენაკის თეატრი, იმ შენობებს შორისაა, რომელიც მნახველში აღტაცებას იწვევს და ნუსხავს.
დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის
16:54 / 15.10.2018
დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე