კულტურა
სასულიერო პირების მიერ დაზიანებული ტაძრები მესტიაში - ეპარქიის და სააგენტოს ბრალდებები [Photo]
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მიმართავს მთავარ პროკურატურას, რეაგირება მოახდინოს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში კულტურის ძეგლების, ძველი ეკლესიების დაზიანების, თვითნებური მშენებლობების გამო. კერძოდ, საქმე ეხება დარღვევებს, რომელიც სააგენტოს ინსპექციის წარმომადგენლებმა ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს.

მესტიის რაიონში ძეგლების მდგომარეობის დასადგენად ისინი მიმდინარე წლის 16-18 ნოემბერს იმყოფებოდნენ. მოინახულეს მულახის თემის - ჟაბეშის მაცხოვრის, ლატალის თემის - მაცხოვრის (მაცხვარიში), მთავარანგელოზის (თარინგზელი), იონა წინასწარმეტყველის (იენაში), ლაჰილის წმ. გიორგის, ლახუშდის მაცხოვრის და ეცერის თემის - ფხუტრერის ტაძრები. დაკვირვების შედეგები „ლაივპრესს“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მიაწოდა.

მთავარი პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ თვითნებურად წარმოებული სამუშაოების შედეგად დარღვეულია ავთენტურობა და დაკარგულია ფასადების აღქმადობა სოფელ ჟაბეშში მდებარე მაცხოვრის „მაცხვარ“ ეკლესიაში. ამ ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა, ისევე როგორც ყველა სხვა ტაძარს, რომელსაც მასალა ეხება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მას სამხრეთიდან მიდგმული აქვს მინაშენი, ხოლო დასავლეთიდან საფეხუროვანი „სტოა“. მინაშენები ნაგებია ხით, ბეტონით, შელესილია და გადახურულია თუნუქით.

სააგენტოს ინსპექციის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ეს მინაშენები ადგილობრივი წარმოშობის უცხოეთში მოღვაწე პირს განუხორციელებია. მისი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.

კიდევ ერთი ეკლესია, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მტკიცებით, უნებართვო მშენებლობა განხორციელდა, ლატალის თემის სოფელ მაცხვარიში მდებარე მაცხოვრის ეკლესიაა - „მაცხვარ". ის XI საუკუნის უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. პროკურატურისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სამუშაოების მწარმოებლებმა სამრეკლოს მშენებლობა მაინც დაასრულეს. ტაძრის ინტერიერში გამოცვლილია საკურთხევლის და დარბაზის იატაკი - დაგებულია რუხი ფერის ქვის ფილები. ამასთან, სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლის ძირები დაახლოებით 30 სმ სიმაღლეზეა შელესილი, დაზიანებულია მხატვრობა, გამოცვლილია კანკელი - გაკეთებულია თეთრი ფერის ქვის თაღოვანი ტიხარი. საკურთხევლის კანკელის პილასტრები შელესილ-შეთეთრებულია, რითიც დაზიანდა XII საუკუნის მხატვრობა. ტაძრის კედლების გარშემო ჩასხმულია ბეტონის ცოკოლი.

დაზიანებული ძეგლების ნუსხა ამავე სოფელში მდებარე მთავარანგელოზის „თარინგზელის“ ეკლესიით გრძელდება. მონიტორინგის მიხედვით, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე მეტრში, გალავნის კედელში ჩადგმულია ორსართულიანი ფანჩატურიანი სამრეკლო, რომელიც არღვევს ტაძრის ფიზიკური დაცვის არეალს.

ლატალის თემის სოფელ იენაშში XI საუკუნის იოანე წინასწარმეტყველის „იან“ ეკლესიაში სააგენტოს ინსპექციის თანამშრომლებმა შესვლა ვერ მოახერხეს, რადგან დაკეტილი იყო. გარეგანი დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ტაძრის სამხრეთით, გალავანის კედელში ჩადგმულია ბეტონის ხიმინჯებზე მდგარი სამრეკლო. გალავნის გადაღმა კი, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აშენებულია დიდი ზომის შენობა, სავარაუდოდ კელიებისთვის.

ამავე თემში კიდევ ერთი - წმინდა გიორგის შუა საუკუნეების ეკლესიის მიწატკეპნილ იატაკზე უნებართვო სამუშაოებს წარმოადგენს მოყვითალო ფერის ქვის ფილები, კედლის ძირში იგივე ფილებით შემოვლებული საფეხურები და დაფარული ამბიონი. ტაძარი გამაგრებასაც საჭიროებს.

მონიტორინგში საუბარია ლატალის სოფელ ლახუშდის „მაცხვარ“ ეკლესიაზეც, რომელიც სააგენტოს ინსპექციის წარმომადგენელთა მტკიცებით მთლიანად გადაკეთებულია და მას ავთენტურობა აქვს დაკარგული. კერძოდ, შელესილია და შეღებილია კედლების შიდა და გარე პირი, რის შედეგადაც წაიშალა ტაძრის კამარასა და კედლებზე მოცემული ჯვრების და ხელის გამოსახულებები. ინტერიერში დაიდგა კანკელი და ტრაპეზი. მიწატკეპნილ იატაკზე დააგეს მოყვითალო ქვის ფილაქანი. ჩამოიხსნა დასავლეთის და სამხრეთის ხის კარები და დასავლეთის კედელში მის მაგივრად ჩაიდგა რკინის კარი. ასევე, სამხრეთის კედელში შესასვლელი კარი მთლიანად გაუქმდა და ამოშენდა. ტაძარში დარღვეულია ეთნოგრაფიული რიტუალიც, რადგან ცნობილია, რომ აქ სრულდებოდა ლაფაანალის რიტუალი.
კიდევ ერთი თემი, სადაც ფხუტრერის მთავარანგელოზების „თარინგზელ" ეკლესია თვითნებურად და არაავთენტურად აღდგა, ეცერია. საქმე ეხება ჩრდილოეთის და დასავლეთის მინაშენს. სამხრეთის მინაშენში გაკეთებულია თაღოვანი გადახურვა. ყველგან დუღაბად ცემენტია გამოყენებული. სამივეგან დაგებულია მოყვითალო ქვის ფილაქანი, ასევე დასავლეთის კარში შესასვლელი საფეხუროვანი შემაღლება. ტაძრის სამხრეთ კედელში ჩადგმული უძველესი კარი ხელოვნების ცალკე ნიმუშს წარმოადგენს. ის რკინის გისოსშია ჩასმული და სწორედ ამ გისოსთან იყრის თავს ტაძარში შემავალი ელექტრო გაყვანილობის სადენები. ხანძრის შემთხვევაში, სააგენტოს ინსპეცქციის თანამშრომლების ცნობით, კარის გადარჩენა შეუძლებელი იქნება.

მონიტორინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ლატალის თემში ეკლესიებზე თვითნებური სამუშაოები მაცხვარიშის წინამძღვრის უშუალო ძალისხმევით განხორციელდა. რაც შეეხება ეცერის თემს, მათივე მტკიცებით, ფხუტრერის ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი წინამძღვრის ხელმძღვანელობით წარმოებდა.

„ვინაიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა დაზიანებული კულტურის უძრავი ძეგლები და ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია განიხილოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ პროკურატურისადმი მიმართვაში.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბრალდებებს უარყოფს მესტიის და ზემო-სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონ ქიტიაშვილი და მას სიცრუეს უწოდებს. მან „ლაივპრესსთან“ საუბარში განაცხადა, რომ გარკვეული სამუშაოები ჩატარდა ტაძრების აღსადგენად, სარეკონსტრუქციოდ, მაგრამ ისე, რომ ავთენტურობა არ დარღვეულა. მიტროპოლიტის თქმით, სააგენტოს ინსპექციის თანამშრომლებს რომ კეთილი განზრახვა ქონოდათ, მას დაუკავშირდებოდნენ, შეხვდებოდნენ, პირადად გააცნობდა ეკლესიებში არსებულ ვითარებას და სამუშაოების წარმოების ოფიციალურ-იურიდიულ საფუძვლებს.
„მულახის თემს რაც შეეხება, ეკლესიას იქ შეხება არ ქონია. რაც შეეხება ლატალს - ლახუშდს, იქ აბსოლუტურად სიყალბე იყო. სიცრუე იყო ის, რომ თითქოს ფრესკები დავაზიანეთ. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, საპატრიარქოს საბჭოს ნებართვით არის ყველაფერი გაკეთებული. არსებობს ყველა დოკუმენტაცია. ლახუშდს რაც შეეხება, ეს იყო ცარიელი კედლები და ქვით აშენებული ეკლესია, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს. თუ ისე განვიხილავთ, რომ აქ იყო ძველი ფრესკები, არაფერი, პირიქით, ტაძრები კირით არის შელესილი, ძველით, მერე მოხატული და გაილესა კირით. იქ, რომ იცოდეთ, მოსახლეობა იყო ჩარეული“, - ამბობს მიტროპოლიტი.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, მსგავსი სიცრუის გავრცელება ვიღაცას „მიზნობრივად აწყობდა“, რადგან არის ტაძრები, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს. ვინ არის ეს „ვიღაც“, ეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია. გვითხრა, რომ არავისკენ ხელების გაშვერას არ აპირებს. მაგალითად მან გაიხსენა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის სამი წლის წინ გაგზავნილი წერილი, სადაც წვირმის ფერისცვალების, იფარის წმინდა გიორგის ტაძრების მდგომარეობაზე რეაგირებას ითხოვენ, მაგრამ დღემდე უშედეგოდ.

„რატომ მაშინ არ აქცევდნენ ყურადღებას, როცა უშგულის ლამარიის ტაძარში შედიოდა წვიმა, კვირიკეში, როცა ზიანდებოდა? ახალა შედარებით უკეთესად არის. როცა ყველაფერი აღვადგინეთ, მოვაწესრიგეთ, თავის სახე მივეცით, ახლა გამოვიდნენ გულშემატკივრებივით? მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. მობრძანდნენ, ჩამობრძანდეს თუნდაც კომისია“, - გვითხრა მიტროპოლიტმა.

ჯერჯერობით უცნობია, კულტურული მემკვიდრეობის განცხადების საფუძველზე დაიწყო თუ არა გამოძიება. საქართველოს მთავარ პროკურატურაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ გვაცნობებენ, როგორც კი საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია ექნებათ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი
მთავრის,
10:46 / 07.04.2019
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის,
სენაკის თეატრი, იმ შენობებს შორისაა, რომელიც მნახველში აღტაცებას
იწვევს და ნუსხავს.
17:47 / 04.02.2019
სენაკის თეატრი, იმ შენობებს შორისაა, რომელიც მნახველში აღტაცებას იწვევს და ნუსხავს.
დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის
16:54 / 15.10.2018
დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე