კულტურა
გარდაიცვალა ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა
80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად მოსკოვში გარდაიცვალა ქართველი ტენორი, ზურაბ სოტკილავა. ის ოჯახთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, სად დაკრძალავენ მას. ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა.

ზურაბ სოტკილავა 1965-1974 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1974 წლიდან კი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი გახდა. 1975 წლიდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგიც.

მისი შესრულებული პარტიებია – აბესალომი (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „ოტელო“, „ბალ-მასკარადი“, „აიდა“, „რიგოლეტო“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“), კავაროდოსი პუჩინის „ტოსკა“), ედგარი(დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“) და სხვა.

მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და პრემიები:

 2008 – პრემია „ოვაცია“
 1998 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
 1997 – ღირსების ორდენი
 1983 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
 1979 – სსრკ სახალხო არტისტი
 1976 – შრომის წითელი დროშის ორდენი
 1973 – საქართველოს სახალხო არტისტი
 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, I პრემია და „გრან-პრი“, (IV საერთაშორისო კონკური, ბარსელონა)
 1968 – ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი(სოფია), მთავარი პრიზი „ოქროს ორფეოსი“.