კულტურა
რა ისტორიას ინახავს დადიანების მუზეუმის დამფუძნებლის სახლი და აღდგენილი კავშირები ლონდონთან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში ერთი ხის ძველებური სტილით ნაგები სახლი დგას, სადაც თავის დროზე აკაკი ჭანტურია ცხოვრობდა. შესაძლოა ეს სახელი და გვარი ბევრს არაფერს ეუბნებოდეს, არც ინგლისურ ფრაკში გამოწყობილი კაცის ფოტოსურათები იყოს ვინმესთვის დამატებითი მინიშნება. თუმცა ამ ადამიანის ისტორია პირდაპირ კავშირშია დადიანების მუზეუმის დაფუძნებასთან, რაც საბჭოთა რეპრესიების პირობებში იოლი სულაც არ ყოფილა. დღეს აქ აკაკის შვილიშვილი, კესო ჭანტურია ცხოვრობს. სახლში მუზეუმის დამაარსებლის რამდენიმე ნივთია შემორჩენილი. მათ შორის სათვალე, ხელჯოხი, ლონდონიდან ჩამოტანილი ჭურჭლეულობა, თითქმის ორსაუკუნოვანი საათი და ცოლის, ინგლისელი ლორდის ქალიშვილის, ქეით უოლტერ ბოლის ნაქონი ბროლის კვერცხი, რომელსაც გემით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას თან დაატარებდა, როგორც ერთგვარ თილისმას.

აკაკი ჭანტურია

კესო ჭანტურიას თქმით, ბაბუამისი პირველი ქართველია, რომელმაც მსოფლიო მოინახულა. მანამდე ამ ყველაფერს წინ უძღოდა 15 წლის ასაკში გაპარვა თუ ოჯახის თანხმობით ლონდონში წასვლა. კიდევ იღბალი კარგ ადამიანებთან შეხვედრის, რომლებმაც ხელი გაუმართეს. ერთადერთი ნივთი, რაც აკაკიმ თან მაშინ წაიღო, მეგრული ჩონგური იყო. ინგლისში ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა და რამდენიმე პროფესიასაც დაეუფლა. მათ შორის ეთნოგრაფიას და მხარეთმცოდნეობას. ლონდონში დაბრუნებულმა ცოლად ქეით უოლტერი შეირთო, საქართველოშიც მალევე ჩამოვიდა და დადიანების მუზეუმის დაფუძნება გადაწყვიტა.

ქეით უოლტერ ბოლი

საბჭოთა ხელისუფლება აკაკი ჭანტურიას ინიციატივას კეთილგანწყობილი არ შეხვედრია. მეტიც, იყო ზეწოლები და ხელის შეშლის არაერთი მცდელობა. თუმცა ის ამ წინაღობებთან შეგუებას არ აპირებდა. დაახლოებით 1920-1925 წლებში ჯვარში ფუძე სახლს ხანძარი გაუჩნდა, რა დროსაც ნივთები თითქმის სრულად განადგურდა. მაშინ ცეცხლის მიზეზის ორ ვერსიაზე საუბრობდნენ. ერთი ოჯახში უთანხმოებას და ბიცოლას ჩანაფიქრს უკავშირდებოდა, მეორე კი მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნიდა, რომელიც კესო ჭანტურიას თქმით, უფრო სარწმუნოა.

აკაკი ჭანტურიას შვილიშვილი კესო ჭანტურია: ფოტო ლაივპრესი

„ეს კომუნისტური პერიოდი იყო, რეპრესიების. არ უნდოდათ საქართველოში და ზუგდიდში ასეთი დონის მუზეუმი ყოფილიყო. ბოლოს ალბათ გადაწყვიტეს, თუ დავუწვავთ პირად ჩანაწერებს, ნივთებს, იქნებ გაჩერდესო. როცა აკაკი იმყოფებოდა ერთ-ერთ გათხრებზე ანაკლიაში, მაშინ გაჩნდა ხანძარი. დაახლოებით 1920-25 წლები იყო. 1926 წელს უკვე ეს სახლი აშენდა“, - უთხრა კესო ჭანტურიამ „ლაივპრესს“.

მისი თქმით, ბაბუა ურმით, ცხენით, ფეხით დადიოდა სოფელ-სოფელ, აღწერდა ნაპოვნ დადიანისეულ ნივთებს. პირველი გამოფენა ერთ პატარა ოთახში მოეწყო. ამ პერიოდში თბილისშიც დაიბარეს და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც შესთავაზეს. აკაკიმ წინადადებაზე უარი თქვა, რადგან სულ სხვა მიზანი ქონდა - მუზეუმის დაფუძნება. ასეც მოხდა, 1921 წლის 1 მაისს „სამეგრელოს მუზეუმი" გაიხსნა, რომელიც 2005 წლიდან დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმად იწოდება.

აკაკი ჭანტურიას სათვალე: ფოტო ლაივპრესი

აკაკი ჭანტურიას ცოლი 33 ასაკში გარდაეცვალა. დარჩა ხუთი შვილით ხელში. ამას თან დაერთო მუზეუმიდან გათავისუფლება და მძიმე სოციალური ფონი.

„უკრაინელი ქალი მოიყვანეს დამხმარედ. ირა ბებომ იტვირთა ამ ბავშვების მოვლა. სამშობლოში მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვისას ხუთივე შვილი გარდაცვლია, როცა თავად პურის რიგში მდგარა. ამბობდა თურმე, მერე საქართველოში მოვხვდი და მათი სიყვარული ამ ხუთზე გადმოვიტანეო“, - იხსენებს კესო ჭანტურია.

ძმის ნაჩუქარი თითქმის ორსაუკუნოვანი ბიბლია: ფოტო ლაივპრესი

ლონდონთან კავშირი სირთულეების მიუხედავად არ გაწყვეტილა, დღემდე ინარჩუნებენ. დაახლოებით 35-40 წლის წინ ბებიამისის, ქეით უოლტერ ბოლის და დისშვილებთან ერთად ჩამოსულა საქართველოში, თუმცა მაშინდელმა კაგებემ ზუგდიდის და გარდაცვლილი ნათესავის საფლავის მონახულების საშუალება მათ არ მისცა. კითხვის პასუხი იყო - დროში ვერ ჩაეტევითო, ამიტომ იძულებულები გახდნენ, ქვეყნის მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დაეთვალიერებინათ. დღეს ინტერნეტის პირობებში კესო ჭანტურია მამის დეიდაშვილის შვილებს სწერს, ნათესავების დაპატიჟებას საქართველოში გეგმავს და ინგლისში ჩასვლის სურვილი თავადაც აქვს. მანამდე ასე, ორ წელიწადში ერთხელ ლონდონიდან წერილები იგზავნებოდა, თუმცა ეს კავშირები ახლა უფრო ხშირი გახდა.

აკაკი ჭანტურიას ხელჯოხი: ფოტო ლაივპრესი

აკაკი ჭანტურიას ხელნაწერების საფუძველზე რამდენიმე წიგნი უკვე გამოიცა. მათ შორის მეგრული გვარ-სახელები. არის კიდევ ქართულ და მეგრულ ენებზე ზღაპრები ბავშვებისთვის.

დადიანების მუზეუმი: ფოტო ლაივპრესი 

მუზეუმის დამაარსებლის ძეგლი ზუგდიდში 2014 წელს, დადიანების სასახლის ეზოში გაიხსნა.

აკაკი ჭანტურიას ძეგლი: ფოტო ლაივპრესი

„ვფიქრობ კარგი ადგილი შეირჩა. ერთგან დავწერე - ისევ მუზეუმზე ჩაფიქრებული და კვლავაც მუზეუმის სადარაჯოზე მჯდომი აკაკი ჭანტურია“, - ამბობს შვილიშვილი ბაბუაზე.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.