კულტურა
დადიანების ორანჟერიაში შენობის მანამდე უცნობი დეტალები აღმოაჩინეს [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს, დადიანების ორანჟერიაში, რომელიც საჯინიბოს სახელით დამკვიდრდა მოქალაქეებში, კედლების და იატაკის გასუფთავების დროს დაბლა ჩამავალი კიბეები აღმოაჩინეს შენობის შიგნით, ორ მხარეს. „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორმა ზვიად ქარჩავამ, რომელმაც ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაგვათვალიერებინა, გვითხრა, რომ დანარჩენი, რა დატვირთვა ქონდა კიბეს და სხვა დეტალებს, არქეოლოგების მოკვლევის საგანია. მისი განმარტებით, ორანჟერია დაკონსერვდება, დონორის მოძიების შემთხვევაში კი შენობის აღდგენაზეც იფიქრებენ. კიბის გარდა, გარკვეული ფენისგან გათავისუფლების შემდეგ, აქ წითელი აგურის იატაკიც გამოჩნდა.

თავის მხრივ, პროექტის მენეჯერ ავთანდილ მამულაშვილის თქმით, არქეოლოგებთან ურთიერთობა აქვთ და ახლო მომავალში უნდა გადაწყდეს, გამოკვლევა იწარმოებს თუ არა რეკონსტრუქციის პარარელურად.

„ამ ყველაფერს ხომ უნდა დაფინანსება. სახსრები მოძიებულია და რამდენიმე ხანში ისინიც ჩაერთვებიან სამუშაოებში“, - გვითხრა მან.

მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ არქეოლოგების ჯგუფის გამოყოფაზე, რომლებიც ობიექტს შეისწავლიან. ამბობს, რომ საკუთარი მოსაზრება აქვს, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თუმცა დასკვნამდე ამ ყველაფერზე ვერ ისაუბრებს.

„ეს იყო ორანჟერა იყო და არა საჯინიბო. ორსართულიანი საჯინიბო არ არსებობს. რაში სჭირდებოდათ ცხენებს მეორე სართული? ეს ორანჟერია იყო და მას ბუნებრივია ექნებოდა დამატებითი მინაშენები. დაგეგმილი გვაქვს კომპლექსური არქოლოგიური გათხრების წარმოება. სპეციალისტებიც ჩამოვლენ, რომლებიც კომპლექსურად შეისწავლიან ბოტანიკურ ბაღს, როგორც არექოლოგიურ ძეგლს“, - გვითხრა ლაშა ჯიქიამ.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოებიც რეკონსტრუქციის ფარგლებში განხორციელდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე არქეოლოგიურ კვლევას ორნაჟერიაში აღმოჩენილი კიბეების გარდა, ძველი, დამწვარი და ჯვარედინა სასახლეებიც ექვემდებარება.

დღეს ორანჟერეის დაკონსერვების სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტი ხარაჩოებშია. „ლაივპრესი“ 17 აპრილს შემოგთავაზებთ მასალას, რა სამუშაოები ხორციელდება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დღეს.

მეცხრამეტე საუკუნეში გაშენებული და მოუვლელობის გამო განადგურებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამომაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი
მთავრის,
10:46 / 07.04.2019
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის,
სენაკის თეატრი, იმ შენობებს შორისაა, რომელიც მნახველში აღტაცებას
იწვევს და ნუსხავს.
17:47 / 04.02.2019
სენაკის თეატრი, იმ შენობებს შორისაა, რომელიც მნახველში აღტაცებას იწვევს და ნუსხავს.
დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის
16:54 / 15.10.2018
დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე