დაპირისპირება ზუგდიდის თეატრში [ვიდეო]
ზუგდიდის თეატრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროში ორი წერილი გაიგზავნა. ერთი, სამხატვრო ხელმძღვანელის,
გათავისუფლების, მეორე კი მისი მხარდაჭერის შესახებ.
„არ გვაქვს რეპერტუარი, დავკარგეთ მაყურებელი, ვერ განხორციელდა ახალი პროექტები, ვერ წავედით წინ. 6 წლის განმავლობაში, რაც ბადრი წერედიანი თეატრშია, თეატრი არც ერთხელ არ წასულა ფესტივალზე. სადაც წავედით, მოვბრუნდით გალანძღულები. გასტროლებზე, სადაც მივიღეთ მონაწილეობა ყველა იყო ძალიან დაბალი დონის. მაგალითად, მინსკში გასტროლების დროს სტუდენტურ თეატრებთან ერთად ვმონაწილეობდით“, - ამბობს მსახიობი ნანა ბუკია.
მსახიობებმა ზურაბ ლაშხიამ და მალხაზ მესხიამ გვითხრეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრში ერთი ახალი პროექტიც კი ვერ განხორციელა.
„ეს ტექსტი მესმოდა სულ, რომ რამდენიმე პროექტი, გასტროლი ჩაშალა ადმინისტრაციამ, ადმინისტრაციაში კი პირიქით მესმოდა, რომ ბადრი შლის ამ ყველაფერსო. ამასობაში შუაში აღმოვჩნდი და ვერ ვადგამდი ამ ყველაფერს თავს. როგორც იქნა დადგა თათბირის დღე, სადაც გავარკვიეთ ყველაფერი. გაირკვა, რომ ახალი პროექტები ჩაშალა თვითონ ბადრი წერედიანმა. არსებობს ამისი აუდიოჩანაწერიც“, - განაცხადა მალხაზ მესხიამ.
რეპერტუარის არქონასა და მაყურებლის დაკარგვაში ბადრი წერედიანს ბრალს სდებს თეატრის ადმინისტრაციაც. მათ ის რეცენზიები გაგვაცნეს, სადაც თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი აკრიტიკებს რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილ სპექტაკლებს - „დამსჯელი 14-ს“ და „მსხვერპლს“, რომლებიც ბადრი წერედიანმა დადგა.
სამხატვრო ხელმძღვანელზე სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ზუგდიდის თეატრის ოთხ მსახიობს. მათ შორის არის თეატრის უხუცესი მსახიობი ზემფირა გუნია. ამბობენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელს მუშაობა უწევდა თეატრისთვის არასათანადო პირობებში.
„ერთი წელია, რაც ზუგდიდის თეატრში ვმუშაობ. ვერ ვიტყვი, რომ თუ არ გვაქვს რეპერტუარში ბევრი სპექტაკლი, ბადრი წერედიანის ბრალია, რადგან ამ ხნის განმავლობაში გვქონდა შენობის პრობლემა. მე რომ ამ თეატრში მოვედი, გადმოგვიყვანეს, დაგვაცლევინეს ის შენობა, მერე გადმოგვცეს სხვა შენობა, მიდიოდა ამის გარემონტება და პარალელურად სპექტაკლებზე მუშობა“, - გვითხრა ახალგაზრდა მსახიობმა სალომე ბუღაძემ.
ამავე წერილში თეატრის წარმატებად მოხსენიებულია ის ვიზიტები, რომლებსაც ბადრი წერდიანის მოწინააღმდეგები დაბალი დონის გასტროლებად აფასებენ.
მსახიობები ლიეტუვაში მიწვევაზეც წერენ და ამბობენ, რომ გასტროლი დასში დაპირისპირების მიზეზით ჩაიშალა.
„ვარ მსახიობი და ჩემთვის კარგია სპექტაკლი რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა ნახოს. ყველაზე კარგია, თუ საზღვარგარეთ ნახავენ. მაინტერესებს პასუხი, რატომ არ ვარ ახლა გასტროლებზე ლიეტუვაში?! ხომ უნდა გამარკვიოს ვინმემ. ჩვენი კოლეგა ირაკლი სამუშია იყო დირექციასთან ამ საკითხზე, თუმცა კონკრეტული პასუხი ამაზე არ გვაქვს“, - ამბობს მსახიობი კოკა ხუბუტია.
მსახიობმა ირაკლი სამუშიამ, რომელიც სხვა მსახიობებთან ინტერვიუს ჩაწერისას თეატრში არ იმყოფებოდა, მოგვიანებით რედაქციაში მოგვიტანა ლიეტუვადან გამოგზავნილი ოფიციალური წერილი, რომელიც ბადრი წერედიანის სახელზეა. წერილის თანახმად, ზუგდიდის თეატრის რამდენიმე მსახიობი 10 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ლიეტუვაში გასტროლზე უნდა გამგზავრებულიყო სპექტაკლით - „ვარდი და გვირგვინი“.
თეატრის ადმინისტრაციაში „ლაივპრესს“ დაუდასტურეს, რომ ლიეტუვადან
მოწვევა თეატრმა ნამდვილად მიიღო, თუმცა რეაგირება სამხატვრო
ხელმძღვანელს უნდა მოეხდინა.
„წერილი მოვიდა ბადრი წერედიანის სახელზე და ის ვალდებული იყო რეაგირება გაეკეთებინა, რაც მან არ გააკეთა. მან არ დაწერა ბრძანება მივლინების შესახებ. ჩვენ არ ვიცით გააგზავნა თუ არა მან პასუხი. ბადრის უნდა დაეწერა პროექტი, მიემართა სამინისტროსთვის, რის შემდეგაც სამინისტრო გამოყოფდა თანხებს გასტროლისთვის“, - გვითხრეს თეატრის ადმინისტრაციაში.
ბადრი წერედიანი ამჟამად შვებულებაშია და საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ მას სოციალური ქსელით დავუკავშირდით.
„ამ გასტროლის შეჩერება საზღვარგარეთ ჩემი საქმიანი ვიზიტით ყოფნისა და შვებულების პერიოდს ემთხვევა. ვადასტურებ, რომ არსებობს ოფიციალური მოწვევა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც უშუალოდ თეატრის დირექტორის ოფიციალურ იმეილზე იქნა გამოგზავნილი. ამიტომ, მსგავსი შეკითხვით უმჯობესია მიმართოთ თეატრის ადმინისტრაციის უშუალო ხელმძღვანელობას, ჩემთან დაკავშირება და ამ საკითხისადმი რაიმე სახის განმარტება მათი მხრიდან არ მომხდარა“, - მოგვწერა ბადრი წერედიანმა.
თეატრის დირექტორი ზურაბ ეგუტია ამბობს, რომ ლიეტუვადან წერილი გამოაგზავნეს მის და ასევე სამხატვრო ხელმძღვანელის ელექტრონულ ფოსტაზე.
„მართლაც მივიღე წერილი ჩემს მეილზე, მაგრამ ის ბადრის მეილზეც იყო, რადგან პრინტერი ჩემს კომპიუტერთანაა წერილი ამოვბეჭდე და ბადრი წერედიანს გადავეცი რეაგირებისათვის“, - უთხრა „ლაივპრესს“ ზურაბ ეგუტიამ.
დირექტორის თქმით, მოსაწვევში ჩამოთვლილ ადამიანთა შორის, არის ლევან სოლოღაშვილი, რომელიც მისივე სიტყვებით, არ არის თეატრის თანამშრომელი.
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ იყო ის ადამიანი სიაში, რომელმაც მხოლოდ ორჯერ, ხელშეკრულებით ითანამშრომლა ჩვენთან. ამაზე სამხატვრო ხელმძღვანელისგან მე პასუხი ვერ მივიღე“, - ამბობს ზურაბ ეგუტიამ.

„ყველა ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვგეგმავ დაწვრილებით საუბარს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სამინისტროს ბაზაზე არსებულ სარეკომენდაციო საბჭოსა და მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, რომელთა უშუალო ფუნქციაა თეატრებისა და მათ მიერვე არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელების საქმიანობის შეფასება“, - გვწერს ბადრი წერედიანი.
ის ახალი პროექტების განხორციელების ჩაშლაში ერთ-ერთ მსახიობს ადანაშაულებს, თუმცა სახელი და გვარის დასახელება არ ისურვა.
რაც შეეხება ზუგდიდის თეატრის სპექტაკლებზე დაწერილ კრიტიკულ რეცენზიებს, სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას პოზიტიურად დაწერილი რეცენზიებიც აქვს.
სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ზუგდიდის თეატრში არსებულ ვითარებას სწავლობენ.
„სამინისტროში შემოსულია წერილები ზუგდიდის თეატრიდან. ეს საკითხი განხილვის პროცესშია. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ თავად ბადრი წერედიანს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მან უნდა უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მოიხსნება თანადებობიდან, ან დარჩება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საკითხი შესწავლის პროცესშია“, - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.
სამხატვრო ხელმძღვანელის თეატრში დარჩენის მომხრე და
მოწინააღმდეგე მსახიობები სამინისტროს პასუხს ელოდებიან, მანამდე
კი მოწვეულ რეჟისორ, ლევან გაბრიჭიძესთან ერთად პრემიერაზე
მუშაობენ.
თუმცა მსახიობთა ის ნაწილი, რომელიც ბადრი წერედიანის თეატრიდან წასვლას ითხოვს, ამბობს, რომ თუ სამხატვრო ხელმძღვანელი არ წავა, 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილ პრემიერაზე არ ითამაშებენ.
„წერედიანს 22-ში უმთავრდება შვებულება. თუ აქ შემოვა და ბილეთები რომც იყოს გაყიდული, ხალხს ბოდიშს მოვუხდი და გამოვუცხადებ დაუმორჩილებლობას წერედიანს, სპექტაკლში არ ვითამაშებ“, - განაცხადა მსახიობმა ნანა ბუკიამ.
თეატრში არსებულ დაპირისპირებაზე ფეისბუკზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ, რომელსაც მანამდე თეატრის მხარდამჭერ არაერთ აქციაში მიუღია მონაწილეობა.
როსტომ ზარანდია ამბობს, რომ დროის დიდ ნაწილს თეატრში ატარებს და კარგად იცის, რაც ხდება. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ თეატრის ადმინისტრაცია ცდილობს ბადრი წერედიანს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ წასვლაზე განცხადება თავად დაწეროს. მიზეზი კი, მისი სიტყვებით, „შურია“, რადგან სამხატვრო ხელმძღვანელის ყველა ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდა.
<
რა პრეტენზიები აქვთ თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელის მიმართ >
ბადრი წერედიანის გათავისუფლების მოთხოვნას ხელს აწერს თეატრის 27
თანამშრომელი. აქედან 10 მსახიობია, დანარჩენი კი ადმინისტრაციის და
ტექნიკური სამსახურის.„არ გვაქვს რეპერტუარი, დავკარგეთ მაყურებელი, ვერ განხორციელდა ახალი პროექტები, ვერ წავედით წინ. 6 წლის განმავლობაში, რაც ბადრი წერედიანი თეატრშია, თეატრი არც ერთხელ არ წასულა ფესტივალზე. სადაც წავედით, მოვბრუნდით გალანძღულები. გასტროლებზე, სადაც მივიღეთ მონაწილეობა ყველა იყო ძალიან დაბალი დონის. მაგალითად, მინსკში გასტროლების დროს სტუდენტურ თეატრებთან ერთად ვმონაწილეობდით“, - ამბობს მსახიობი ნანა ბუკია.
მსახიობებმა ზურაბ ლაშხიამ და მალხაზ მესხიამ გვითხრეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრში ერთი ახალი პროექტიც კი ვერ განხორციელა.
„ეს ტექსტი მესმოდა სულ, რომ რამდენიმე პროექტი, გასტროლი ჩაშალა ადმინისტრაციამ, ადმინისტრაციაში კი პირიქით მესმოდა, რომ ბადრი შლის ამ ყველაფერსო. ამასობაში შუაში აღმოვჩნდი და ვერ ვადგამდი ამ ყველაფერს თავს. როგორც იქნა დადგა თათბირის დღე, სადაც გავარკვიეთ ყველაფერი. გაირკვა, რომ ახალი პროექტები ჩაშალა თვითონ ბადრი წერედიანმა. არსებობს ამისი აუდიოჩანაწერიც“, - განაცხადა მალხაზ მესხიამ.
რეპერტუარის არქონასა და მაყურებლის დაკარგვაში ბადრი წერედიანს ბრალს სდებს თეატრის ადმინისტრაციაც. მათ ის რეცენზიები გაგვაცნეს, სადაც თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი აკრიტიკებს რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილ სპექტაკლებს - „დამსჯელი 14-ს“ და „მსხვერპლს“, რომლებიც ბადრი წერედიანმა დადგა.
< რა წერია
ბადრი წერედიანის მხარდამჭერ წერილში
>
სამხატვრო ხელმძღვანელზე სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ზუგდიდის თეატრის ოთხ მსახიობს. მათ შორის არის თეატრის უხუცესი მსახიობი ზემფირა გუნია. ამბობენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელს მუშაობა უწევდა თეატრისთვის არასათანადო პირობებში.
„ერთი წელია, რაც ზუგდიდის თეატრში ვმუშაობ. ვერ ვიტყვი, რომ თუ არ გვაქვს რეპერტუარში ბევრი სპექტაკლი, ბადრი წერედიანის ბრალია, რადგან ამ ხნის განმავლობაში გვქონდა შენობის პრობლემა. მე რომ ამ თეატრში მოვედი, გადმოგვიყვანეს, დაგვაცლევინეს ის შენობა, მერე გადმოგვცეს სხვა შენობა, მიდიოდა ამის გარემონტება და პარალელურად სპექტაკლებზე მუშობა“, - გვითხრა ახალგაზრდა მსახიობმა სალომე ბუღაძემ.
ამავე წერილში თეატრის წარმატებად მოხსენიებულია ის ვიზიტები, რომლებსაც ბადრი წერდიანის მოწინააღმდეგები დაბალი დონის გასტროლებად აფასებენ.
მსახიობები ლიეტუვაში მიწვევაზეც წერენ და ამბობენ, რომ გასტროლი დასში დაპირისპირების მიზეზით ჩაიშალა.
„ვარ მსახიობი და ჩემთვის კარგია სპექტაკლი რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა ნახოს. ყველაზე კარგია, თუ საზღვარგარეთ ნახავენ. მაინტერესებს პასუხი, რატომ არ ვარ ახლა გასტროლებზე ლიეტუვაში?! ხომ უნდა გამარკვიოს ვინმემ. ჩვენი კოლეგა ირაკლი სამუშია იყო დირექციასთან ამ საკითხზე, თუმცა კონკრეტული პასუხი ამაზე არ გვაქვს“, - ამბობს მსახიობი კოკა ხუბუტია.
მსახიობმა ირაკლი სამუშიამ, რომელიც სხვა მსახიობებთან ინტერვიუს ჩაწერისას თეატრში არ იმყოფებოდა, მოგვიანებით რედაქციაში მოგვიტანა ლიეტუვადან გამოგზავნილი ოფიციალური წერილი, რომელიც ბადრი წერედიანის სახელზეა. წერილის თანახმად, ზუგდიდის თეატრის რამდენიმე მსახიობი 10 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ლიეტუვაში გასტროლზე უნდა გამგზავრებულიყო სპექტაკლით - „ვარდი და გვირგვინი“.
< რა მიზეზით ჩაიშალა
ლიეტუვაში გასტროლი >
„წერილი მოვიდა ბადრი წერედიანის სახელზე და ის ვალდებული იყო რეაგირება გაეკეთებინა, რაც მან არ გააკეთა. მან არ დაწერა ბრძანება მივლინების შესახებ. ჩვენ არ ვიცით გააგზავნა თუ არა მან პასუხი. ბადრის უნდა დაეწერა პროექტი, მიემართა სამინისტროსთვის, რის შემდეგაც სამინისტრო გამოყოფდა თანხებს გასტროლისთვის“, - გვითხრეს თეატრის ადმინისტრაციაში.
ბადრი წერედიანი ამჟამად შვებულებაშია და საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ მას სოციალური ქსელით დავუკავშირდით.
„ამ გასტროლის შეჩერება საზღვარგარეთ ჩემი საქმიანი ვიზიტით ყოფნისა და შვებულების პერიოდს ემთხვევა. ვადასტურებ, რომ არსებობს ოფიციალური მოწვევა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც უშუალოდ თეატრის დირექტორის ოფიციალურ იმეილზე იქნა გამოგზავნილი. ამიტომ, მსგავსი შეკითხვით უმჯობესია მიმართოთ თეატრის ადმინისტრაციის უშუალო ხელმძღვანელობას, ჩემთან დაკავშირება და ამ საკითხისადმი რაიმე სახის განმარტება მათი მხრიდან არ მომხდარა“, - მოგვწერა ბადრი წერედიანმა.
თეატრის დირექტორი ზურაბ ეგუტია ამბობს, რომ ლიეტუვადან წერილი გამოაგზავნეს მის და ასევე სამხატვრო ხელმძღვანელის ელექტრონულ ფოსტაზე.
„მართლაც მივიღე წერილი ჩემს მეილზე, მაგრამ ის ბადრის მეილზეც იყო, რადგან პრინტერი ჩემს კომპიუტერთანაა წერილი ამოვბეჭდე და ბადრი წერედიანს გადავეცი რეაგირებისათვის“, - უთხრა „ლაივპრესს“ ზურაბ ეგუტიამ.
დირექტორის თქმით, მოსაწვევში ჩამოთვლილ ადამიანთა შორის, არის ლევან სოლოღაშვილი, რომელიც მისივე სიტყვებით, არ არის თეატრის თანამშრომელი.
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ იყო ის ადამიანი სიაში, რომელმაც მხოლოდ ორჯერ, ხელშეკრულებით ითანამშრომლა ჩვენთან. ამაზე სამხატვრო ხელმძღვანელისგან მე პასუხი ვერ მივიღე“, - ამბობს ზურაბ ეგუტიამ.

ლიეტუვადან ზურაბ ეგუტიას და
ბადრი წერედიანის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული წერილი. სქრინშოტი
ზურაბ ეგუტიამ მოგვაწოდა
< რას
აპირებს სამხატვრო ხელმძღვანელი >
„ყველა ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვგეგმავ დაწვრილებით საუბარს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სამინისტროს ბაზაზე არსებულ სარეკომენდაციო საბჭოსა და მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, რომელთა უშუალო ფუნქციაა თეატრებისა და მათ მიერვე არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელების საქმიანობის შეფასება“, - გვწერს ბადრი წერედიანი.
ის ახალი პროექტების განხორციელების ჩაშლაში ერთ-ერთ მსახიობს ადანაშაულებს, თუმცა სახელი და გვარის დასახელება არ ისურვა.
რაც შეეხება ზუგდიდის თეატრის სპექტაკლებზე დაწერილ კრიტიკულ რეცენზიებს, სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას პოზიტიურად დაწერილი რეცენზიებიც აქვს.
<
სამინისტროს პასუხი თეატრიდან მიღებულ ორ განსხვავებულ წერილზე
>
სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ზუგდიდის თეატრში არსებულ ვითარებას სწავლობენ.
„სამინისტროში შემოსულია წერილები ზუგდიდის თეატრიდან. ეს საკითხი განხილვის პროცესშია. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ თავად ბადრი წერედიანს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მან უნდა უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მოიხსნება თანადებობიდან, ან დარჩება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საკითხი შესწავლის პროცესშია“, - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.
< თეატრის გეგმები >