კულტურა
ინოლა გურგულიას საყვარელი სოფელი ზუგდიდში, რომელსაც სიმღერა მიუძღვნა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქართველ კომპოზიტორს, პოეტს და მომღერალს, ინოლა გურგულიას ბევრი იცნობს, მაგრამ შესაძლოა ცოტამ იცის მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების და კავშირების შესახებ სამეგრელოს და აფხაზეთის რეგიონებთან. დღეს ამ ურთიერთობებს მისი შვილი იხსენებს. მსახიობი ია შუღლიაშვილი დედასთან ერთად ზაფხულობით სოხუმს და ზუგდიდის სოფელ უჩაშონას სტუმრობდა. უჩაშონაში კომპოზიტორის დიდი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ინოლაც აქ გაზრდილა. წლების მერე საყვარელ ადგილს უკვე შვილებთან ერთად აკითხავდა.

მეგრული ოდა სახლი დამახასიათებელი ჩუქურთმებით, გარეთ ხის ტახტებით და თავისებური სუნით, დიდი, გაშლილი ეზო-კარი, უზარმაზარი ჭადარი, რომლის ჩრდილქვეშაც ცხელ დღეებში იკრიბებოდნენ, მხიარულობდნენ, მღეროდნენ - ასე იხსენებს მსახიობი სოფელში დედასთან ერთად გატარებულ დღეებს.

„ინოლას ძიძა ჰყავდა, რომელმაც გიტარაზე დაკვრა ასწავლა. მას მეც მოვესწარი. მეგრულად ლაპარაკობდა. ბებია-ბაბუას ჰყავდათ მოახლე ძაკუ. სახლში გვხდებოდა, როცა ჩავდიოდით. ინოლას ახალგაზრდობის პერიოდი, რა ხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს ჩემი ბავშვობა, იქ გატარებული დედასთან ერთად. სოფელს აგვიტოში ვსტუმრობდით და თითქმის მთელი თვე ვრჩებოდით“, - უთხრა ია შუღლიაშვილმა „ლაივპრესს“.

ახსოვს როგორ დადიოდნენ უჩაშონაში მდინარეზე. ამ მდინარის ნაცრისფერი თიხა, რომელიც არ უყვარდა, რადგან პატარებს ფეხებში ებლანდებოდათ. მერე მისგან ინოლა ნივთებს უძერწავდა. ისე უყვარდა აქაურობა, უნდოდა ჩვენც გვყვარებოდა, ყველაფერში ცდილობდა სილამაზე დაგვენახაო, - ამბობს.

სახლი, რომელთანაც ტკბილი მოგონებები აკავშირებს, საბოლოოდ ერთ-ერთ ნათესავს მემკვიდრეობით გადაეცა, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის. ეზო-კარიც ფაქტობრივად უპატრონოდ დარჩა. მოგვიანებით, მოახლე ძაკუს ახლობლებმა ოდა დაშალეს. მსახიობი შარშან უჩაშონას ძმასთან ერთად სტუმრობდა. ერთადერთი, რაც აქ დახვდათ, ეზოა და ორი აგური სახლის ნაცვლად.

„გვქონდა იდეა, რომ ამ ადგილას გაგვეკეთებინა სახლ-მუზეუმი, მაგრამ ეს ჩვენს უფლებებს სცდებოდა. საერთო იდეებით გვინდოდა, მაგრამ არ მოხერხდა“, - გვითხრა ია შუღლიაშვილმა.

სამეგრელომდე, ივლისის თვეში ოჯახი სოხუმში ისვენებდა. მართალია, აქ ბაბუა, ინოლა გურგულიას მამა ცხოვრობდა, თუმცა ზღვისგან მოშორებით. ამიტომაც, მთელი თვით სინოპში, კომპოზიტორთა სახლში ჩერდებოდნენ. მსახიობის მამაც კომპოზიტორი იყო. ბაბუა ლუკის საღამოობით სტუმრობდნენ, მას შემდეგ, რაც დღის პირველ ნახევარში ზღვას მოილევდნენ.

დედას, როგორც შემოქმედს, სოხუმშიც კარგად იცნობდნენო, - იხსენებს ია შუღლიაშვილი. მაშინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პირობებში, კომპოზიტორთა სახლი ხელოვანი ადამიანების შეკრების ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იყო, სადაც აქტიურად იმართებოდა კულტურული ღონისძიებები. მათ შორის იყო ინოლა გურგულიას საღამოც.

„გვერდზე იყო მსახიობთა სახლი. ეს ხელოვანი ხალხი სულ ერთად ტრიალებდა. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ ხან იქით გადავდიოდით, ხან აქეთ. საღამოობით ვიღაცის ნომერში ვიყავით და იქ იყო პატარა კონცერტი. დასვენება თავის კულტურასთან ერთად, ასე გამოდიოდა“, - გვითხრა მსახიობმა.

ამბობს, რომ დედა მუდმივად თხზავდა, იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა თან ინსტრუმენტი. წერდა მუსიკას ტექსტთან ერთად. სულ შემოქმედებით ღწვაში იყოო, გვიყვება. პარალელურად, შვილებისთვისაც ცდილობდა სიმღერები ესწავლებინა.

ბაბუა როდის დასახლდა სოხუმში, ზუსტად ვერ იხსენებს. მანამდე თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მერე სახლი გაიყიდა. რატომ აირჩია აფხაზეთი, არ იცის. ბებიას ვერ მოესწრნენ. ბაბუამ მოგვიანებით ოჩამჩირეში ქალი გაიცნო და ცოლად მოიყვანა. სავარაუდოდ აფხაზეთში ახალ ოჯახთან ერთად ამ მიზეზით დამკვიდრდა.

ორსართულიანი კერძო სახლი დიდი ეზოთი. გაშენებული ვენახი, ადესას ჯიშის ყურძენი და სიმინდები, სადაც ძმასთან ერთად თამაშობდა - ასე იგონებს მსახიობი აქ გატარებულ ბავშვობის წლებს. დღეს სოხუმში ნათესავთაგან არავინ დარჩა.

1986 წელს ბაბუა გარდაიცვალა. ომი რომ დაიწყო, ბებინაცვალმა, როგორც მას ია შუღლიაშვილი ახსენებს, ქმრის საფლავს ვერ დავტოვებო, შემოუთვალათ და აფხაზეთში დარჩა. მართალია რთული პერიოდი იდგა, თუმცა მაშინ წითელი ჯვრის დახმარებით, სხვადასხვა გზით მასთან დაკავშირება მაინც შეძლეს.

ინოლა გურგულია 1977 წელს გარდაიცვალა. ის არაერთი ცნობილი სიმღერის და ლექსის ავტორია. პოეტი და კომპოზიტორი არც შემოქმედებით პროცესში ივიწყებდა სოფელს, რომელსაც ჯერ მისი, შემდეგ კი შვილების ბავშვობის წლები დაუკავშირდა. „საქანელა“ - ასე ჰქვია სიმღერას, სადაც მსმენელს უჩაშონაზე უყვება, ტკბილად მოსაგონარ დროსა და გაუნელებელი მონატრების გრძნობაზე.

ინტერნეტსივრცეში დღესაც მოიპოვება ვიდეომასალა, სადაც ხელოვანი ფორტეპიანოს თანხლებით ამ სიმღერას ასრულებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დებმა თეა და ლიანა შენგელაიებმა, Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო
კონცერტზე, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა.
20:54 / 25.05.2020
დებმა თეა და ლიანა შენგელაიებმა, Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო კონცერტზე, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა.
დადიანის სასახლის ეზოს ნაწილის ერთი კერძო მესაკუთრიდან მეორეზე
გასხვისებამ
12:39 / 22.05.2020
დადიანის სასახლის ეზოს ნაწილის ერთი კერძო მესაკუთრიდან მეორეზე გასხვისებამ
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სახლში მყოფი
ადამიანებისთვის ირინა მიქავას
16:11 / 21.04.2020
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სახლში მყოფი ადამიანებისთვის ირინა მიქავას
ოკუპანტები მავთულხლართებს შენს ეზოს, სახლს, საფლავებს, რომ ავლებენ,
22:55 / 18.04.2020
ოკუპანტები მავთულხლართებს შენს ეზოს, სახლს, საფლავებს, რომ ავლებენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
აფხაზეთში მიმავალი ხიდი მგზავრების გარეშე [ვიდეო]
აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე
საყიდლებზე და რესტორანში ახალი წესებით [ვიდეო/ფოტო]
მუშაობა განაახლეს პანდემიის გამო 3 თვის წინ დახურულმა
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.