კულტურა
აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ქალიშვილის მანამდე უცნობი მემუარები
FaceBook Twitter
E-mail Print
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილის, ბაბო შარვაშიძის ჩანაწერებს, რომელიც ინგლისურიდან ქართულად პირველად ითარგმნა. საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ, მეუღლის, ალექსანდრე მეიენდორფისთვის დანატოვარ ტექსტს ქართული ლიტერატურის და ისტორიის მკვლევარი, ისტორიის დოქტორი მაია ცერცვაძე მისი შთამომავლის, დის შვილიშვილის, ბაბო დადიანის ოთახ-მუზეუმში გაეცნო. გადაწყვიტა ეთარგმნა და კომენტარებიც დაერთო. ეს მუზეუმი თბილისში, საპატრიარქოს ტელევიზიის შენობაშია განთავსებული და ის წიგნის წინასიტყვაობის ავტორმა, ნინო ხოფერიამ მოაწყო.

სამთავროს ბოლო დღეები, მისი გაუქმება, მამის გასახლება აფხაზეთიდან, რუსეთის იმპერიის მიერ, აფხაზურ-ქართული ურთიერთობები, აფხაზი დედობილი, ვისთანაც იზრდებოდა, რუსეთის საიმპერატორო კარის ამბები, რომელთანაც ბაბო შარვაშიძე დაახლოებული იყო, ესმხოლოდ ნაწილია მოგონებების, რომელსაც ბაბო შარვაშიძე მემუარებში აღწერს. მაია ცერცვაძის თქმით, ჩანაწერები ერთგვარი საისტორიო წყაროა, რომელიც ავტორის ცხოვრებას ეპოქალური მოვლენების ფონზე გვიჩვენებს. ამავდროულად, იგი დოკუმენტური პროზის ნიმუშიცაა და ლიტერატურათმცოდნეობისთვისაც მნიშვნელოვანია.

ფოტოზე: ბაბო შარვაშიძე

„ეს არ არის უბრალოდ ტექსტის თარგმანი. მას კომენტარებიც ახლავს თან. შენიშვნები, გენეალოგიური ტაბულები, ფოტომასალა, რომელიც ოჯახმა მოგვაწოდა. ამ მხრივაც საინტერესოა“, - უთხრა მთარგმნელმა „ლაივპრესს“.

მიხეილ შარვაშიძის ქალიშვილის პირველი ქმარი თავადი ნიკოლოზ წულუკიძე იყო. მასთან დაშორების შემდეგ ბაბო საცხოვრებლად პეტერბურგში გადადის და ბარონ ალექსანდრე მეიენდორფზე, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატზე ქორწინდება. ჩანაწერები გვიყვება საიმპერატორო კარის ამბებზე, თებერვლის რევოლუციაზე, ოქტომბრის გადატრიალებაზე, რუსეთ-იაპონიის და პირველ მსოფლიო ომებზე. ავტორი აგვიღწერს საკუთარ ცხოვრებასაც, მაგრამ ერთიან კონტექსტში და არა მასშტაბური მოვლენებისგან განცალკევებით.

მაია ცერცვაძის თქმით, ბაბო შერვაშიძე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქტიურობით გამოირჩეოდა. იყო იმპერატრიცას ფრეილინა და საიმპერატორო კარის საქველმოქმედო ღონისძიებების მონაწილე.

მამის აფხაზეთიდან გასახლებას მოგონებებში ასე აღწერს:

„მამაჩემი სამშობლოდან იმ დროს გაასახლეს, როცა კავკასიის მეფისნაცვლად დანიშნული იყო ალექსანდრე მეორის უმცროსი ძმა, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე. ეჭვი არარავის ეპარებოდა იმაში, რომ სწორედ მამაჩემის გავლენამ მეზობელ მთიელ ტომებზე, განაპირობა აფხაზეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკის შემუშავება. როგორც კი მთიელი ტომები რუსეთის მმართველობას დაუმორჩილეს, აფხაზეთის მთავარი რუსეთისთვის ზედმეტი გახდა“.

ფოტოზე: მაია ცერცვაძე

ბაბო შარვაშიძეს მემუარებში ასევე მოთხრობილი აქვს მისი ძმის, პოეტის და დრამატურგის, გიორგი შარვაშიძის ოჯახთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა. გვიამბობს პოლონეთში საქართველოს ყოფილ მთავარმართებელთან, ალექსანდრე ბარიატინსკისთან და მის ქართველ მეუღლესთან, ელისაბედ ორბელიანთან სტუმრობის ეპიზოდებსაც.

გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში დაბადებული აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ქალიშვილი ლონდონში, ემიგრაციაში ყოფნისას გარდაიცვალა. ის აქ ქმართან ერთად ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დასახლდა. წყვილს შვილი არ შესძენია.

ჩანაწერები მეუღლეს დაუტოვა. მემუარების შესავალ სიტყვაში ვკითხულობთ, რომ ალექსანდრე მეიენდორფს იმედი არ დაუკარგავს, ოდესმე ამ დღიურს ცოლის სამშობლოშიც გაეცნობოდნენ.

„ეს წიგნი წარსულის შეფასების მცდელობაა, რომელიც შესაძლოა ერთგვარი ილუსტრაციაც გახდეს ურთულესი, გარდამავალი მოვლენების გასაცოცხლებლად, თუნდაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემების ნიუანსების ასახსნელად“, - ნათქვამია წინასიტყვაობაში.

აქ ისიცაა აღნიშნული, რომ მიხეილ შარვაშიძე ოფიციალურ და არაოფიციალურ მიმოწერას, საბუთებს, ქართულ ენაზე აწარმოებდა და აფხაზეთის სამთავროს კანცელარიის სამუშაო ენაც ქართული. შესაბამისად, ოჯახიც ამ ენაზე საუბრობდა.


ბაბო შარვაშიძის ჩანაწერების წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ მწერალთა სახლში შედგა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.

მემუარები გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სენაკის თეატრი, იმ შენობებს შორისაა, რომელიც მნახველში აღტაცებას
იწვევს და ნუსხავს.
17:47 / 04.02.2019
სენაკის თეატრი, იმ შენობებს შორისაა, რომელიც მნახველში აღტაცებას იწვევს და ნუსხავს.
დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის
16:54 / 15.10.2018
დაპირისპირების და უთანხმოების მიუხედავად, ომუნეს კოშკის
ზუგდიდის თეატრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
19:59 / 09.10.2018
ზუგდიდის თეატრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე