განმუხურში კოლხური თიხის დოქი აღმოაჩინეს [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში,
მდინარე ენგურის სანაპიროსთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შემთხვევით
აღმოაჩინეს მთლიანად დაცული კერამიკული ნაწარმი, რომელსაც სიძველის
ნიშნები აქვს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მისი ტიპოლოგიური
ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ის წარმოადგენს წინარე
ანტიკური ხანის (ძვ. წ. მერვე-მეშვიდე ს.ს.) კოლხური თიხის დოქს.

„დოქი ყავისფერკეციანია, ქასრანარევი, ტანი სფეროსებრია, მხრებში გამოყვანილია და შემკულია ორმაგი ყურით. ტუჩის პირი ზედაპირისკენ სიმეტრიულად ფართოვდება. დოქის სიმაღლე 15 სმ.-ია, ტანის მაქსიმალური სიფართე 12 სმ.-ია.
საინტერესოა, რომ დოქი თავის დროზე შემკული ყოფილა ორნამენტებით, მაგრამ გარემო პირობების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ამჟამად თითქმის წაშლილია“, - აცხადებენ მერიაში.

კოლხური თიხის დოქი, შემდგომი ექსპოზიციის მიზნით, გადაეცემა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმის არქეოლოგიის ფონდს.