კულტურა
რა ხდება ზუგდიდის თეატრში? - ფიზიკური დაპირისპირების განსხვავებული ვერსიები
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის ოთხი მსახიობი - კუკური (კოკა) ხუბუტია, ირაკლი სამუშია, ანდრო შამუგია და სალომე ბუღაძე ყოფილი დირექტორის, ზურაბ ეგუტიას იგივე თანამდებობაზე დაბრუნებას აპროტესტებს. მსახიობები კულტურის სამინისტროს მიმართავენ, შეისწავლოს ზურაბ ეგუტიას ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრში მომხდარი ძალადობის და დასის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტები. მოუწოდებენ, მიიღოს შესაბამისი, ობიექტური გადაწყვეტილება და შეცვალოს დირექტორი. ფიქრობენ, რომ თეატრის განვითარებისთვის ახლა ეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, დირექტორი მათი მხრიდან შინაგანაწესის დარღვევასა და "პროვოკაციებზე" საუბრობს.

ზუგდიდის თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტია დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა. მისი კანდიდატურა კულტურის სამინისტროს ახლადდანიშნულმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა შეროზიამ წარუდგინა. ეს თანამდებობა ვაკანტური თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ გახდა, რადგან იურიდიული პროცედურების თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელის შეცვლისას დირექტორი თანამდებობიდან ავტომატურად თავისუფლდება. ზურაბ ეგუტია მანამდეც (2015 წლის მაისიდან ) დირექტორის პოზიციას იკავებდა.

მსახიობები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელისგან, ლაშა შეროზიასგან, რომელიც ძალადობის ფაქტზე ინფორმირებული იყო, სხვა მოლოდინი ჰქონდათ. მან კი "მოძალადე დირექტორი" დაუბრუნა თეატრს.

მსახიობების თქმით, ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თეატრის დირექტორის შეცვლა სურთ. მათი მტკიცებით, ზურაბ ეგუტია არ არის მოწოდებული თეატრის განვითარებისთვის, არ ზრუნავს დასის გასტროლებზე და პირიქით, ხელსაც კი უშლის ამ პროცესს.

"ჩემი თხოვნაა, მოძალადე დირექტორი მოაშორონ თეატრს. ამას ვთხოვ კულტურის სამინისტროს. მათ იცოდნენ არსებული საქმის შესახებ, ჰქონდათ ამ საქმეზე ყველანაირი მასალა და ისევ ეს ადამიანი დანიშნეს დირექტორად", - განაცხადა კოკა ხუბუტიამ. მან ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ შემთხვევა მის მიერ მოსაწვევის თხოვნას მოჰყვა.

მსახიობის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი წლის, დირექტორ ზურაბ ეგუტიას ერთ-ერთ სპექტაკლზე დასასწრებად დედისთვის მოსაწვევი სთხოვა. როგორც კოკა ხუბუტია აღნიშნავს, თავად ის ფაქტიც კი, რომ მსახიობს მოსწვევის თხოვნა უწევს, უკვე ბევრზე მეტყველებს. მითუმეტეს, რომ დედა, რომლისთვისაც ამ თხოვნით მიმართა ეგუტიას, თეატრის დიდი ქომაგია და ბავშვები ხშირად დაჰყავს სპექტაკლებზე.

მსახიობის ვერსიის თანახმად, პირველი და მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირება მსახიობსა დირექტორს შორის სწორედ ამ დროს მოხდა, რადგან ზურაბ ეგუტიამ მოსაწვევის გაცემაზე უარი უთხრა და დაპირისპირებისას კოკა ხუბუტიას დედა "უხეშდ" მოიხსენია.

"მან საუბედუროდ ძალიან ცუდი პასუხი გამცა. მითხრა, რომ არ აინტერესებდა არაფერი. თქვა - მე ვარ დირექტორი და მე ვწყვეტ, ვის მივცე მოსაწვევი და ვის არა", - განაცხადა კოკა ხუბუტიამ.

მიუხედავად უკმაყოფილებისა და დაპირისპირებისა, მსახიობი განმარტავს, რომ ფაქტი არ გაუხმაურებიათ და ჩვეულებრივ განაგრძო მუშაობა, თუმცა 2019 წლის ზაფხულში კიდევ უფრო დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა.

ამჯერად მათი დაპირისპირება, ხუბუტიას მტკიცებით, მის მიერ თეტარის ერთ-ერთ თანამშრომელთან საუბარში დირექტორის უდიერად მოხსენიება გახდა, რომლის შესახებაც ზურაბ ეგუტიამ შეიტყო.

როგორც მსახიობი აცხადებს, ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მასთან დირექტორი მივიდა და პასუხი მოსთხოვა მისი არასათანადოდ ხსენებისთვის.

"ნათქვამი მქონა ის, რომ ჭ... - ზე მკიდია თქო. მკითხა, ვთქვი თუ არა ეს ჩემზეო. მეც ჩემი სიტყვები უკან არ წამიღია და დავუდასტურე", - როგორც კოკა ხუბუტია განმარტავს, სწორედ ამას მოჰყვა ზურაბ ეგუტიას მხრიდან ფიზიკური შეურცხყოფა და ხელის დარტყმა, რასაც თვითმხილველებიც ჰყავს. ახალგაზრდა მსახიობის სიტყვებით, დღეს მას დაარტყა ხელი დირექტორმა, თუმცა ხვალ და ზეგ მსგავსი ფაქტისგან დაზღვეული არცერთი სხვა მსახიობი არ არის.

დაპირისპირების შესახებ მსახიობებმა კულტურის სამინისტროს შეატყობინეს, რომელმაც თავის მხრივ პროკურატურას მიმართა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძიება და გამოკითხულია მსახიობების ნაწილი.

დირექტორთან დაპირისპირებულები აცხადებენ, რომ გარდა ძალადობისა, კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ეგუტია, ორიენტირებულია თეატრის საკუთარი შეხედულებისამებრ მართვაზე და არა მის განვითარებაზე. დასის წევრები ამბობენ, რომ თეატრს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ზურაბ ეგუტია არც იყენებს და პირიქით, ხელსაც კი უშლის წინსვლაში. მაგალითისთვის მათ მოიყვანეს, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი წერედიანის მუშაობის პერიოდში "გასტროლების ჩაშლის" ფაქტები. მათი თქმითვე, იმ მიზეზით, რომ ეგუტიას დაპირისპირება ჰქონდა ბადრი წერედიანთან, მის წინააღმდეგ თანამშრომლებს განცხადება დააწერინა, რომელსაც თავად ხელი არ მოაწერეს. განმარტავენ, რომ სწორედ ამ ფაქტის გამოა ამ ოთხი მსახიობის მიმართ ეგუტია განსაკუთრებით აგრესიით განწყობილი.

"ამ ადამიანზე ძალიან ბერი თემაა შეგროვილი. მითუმეტეს მათ შორის არის სისხლის სამართლის საქმეც. ამაზეც პასუხი ჯერ-ჯერობით ვერ გავიგეთ, მაგრამ მთლიანობაში მაინც ისე გამოვიდა, რომ თითქოს არაფერი არ მომხდარა და ეს ადამიანი ჩვეულებრივად დაუბრუნდა სამსახურს და ჩვეულებრივად განაგრძობენ მუშაობას. მსგავსი სიტუაცია ჩემთვის მიუღებელია", - აცხადებს მსახიობი ირაკლი სამუშია.

დირექტორთან დაპირისპიებულები ამბობენ, რომ აქვთ არაერთი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ზურაბ ეგუტიას არასათანადოდ მუშაობის ფაქტებს.

თავის მხრივ ბრალდებებს უარყოფს და პირიქით, მსახიობების მხრიდან შეუფერებელ ქცევებზე საუბრობს დირექტორი. ზურაბ ეგუტიას განცხადებით, დაწყებულია გამოძიება, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ამასთან, ის მსახიობ კოკა ხუბუტიასთან დაპირისპირების განსხვავებულ მიზეზზე საუბრობს:

"ჩემთან განცხადებით შემოვიდა მსახიობი ინგა ანთელავა, სადაც ეწერა, რომ კუკური (კოკა) ხუბუტიამ და ირაკლი სამუშიამ მიაყენეს შეურაცხყოფა, იძალადეს, სცემეს, თმებით ათრიეს და აგინეს. ეს განცხადება გატარებულია და დევს თეატრში. სპექტაკლის დასრულების შემდეგ დავიბარე კუკური ხუბუტია და როცა გაიგო რატომ დავიბარე, აღელდა, ხმამაღლა დაიწყო საუბარი", - განაცხადა ზურაბ ეგუტიამ. ის ირწმუნება, რომ ფაქტს 12 ადამიანი შეესწრო, რომელიც მის ნათქვამს, საჭიროების შემთხვევაში დაადასტურებს.

გარდა ამისა, აცხადებს, რომ ირაკლი სამუშიაზე, ისევე როგორც კოკა ხუბუტიაზე, დაწერილია არაერთი გაფრთხილება, რომ ისინი არღვევდნენ თეატრის შინაგაგაწესს, ხშირად ჩხუბობდნენ, რომ მათი ცუდი ქცევების მიზეზით არაერთხელ ჩაიშალა რეპეტიცია.

დირექტორის სიტყვებით, მათი შეუფერებელი ქცევების და შინაგანაწესის დარღვევის შესახებ დასკვნის მომზადება დაიწყო, რასაც მოჰყვა ამ ოთხი მსახიობის მხრიდან პროტესტი და ის განცხადებები, რასაც დღეს მედიასთან აკეთებენ.

რაც შეეხება გასტორელბს, დირექტორის სიტყვებით, დასი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა ლიეტუაშიც და ჰოლანდიაშიც. აღნიშნა, რომ ეს ოთხი მსახიობი უსამართლოდ იყო უკმაყოფილო თუმანიშვილის თეატრში გასტროლებზეც.

"ჩვენ თუმანიშვილის თეატრშიც ვიყავით და ჩავატარეთ გასტროლი. მათ იქვე, ადგილზე მოინდომეს მეორე დღესაც დავრჩენილიყავით, მაგრამ ჩვენთვის მეორე დღის დარჩენის და ტრანსპორტირების თანხები არ იყო გათვალისწინებული. რის გამოც ჩვენ ვერ დავრჩით", - განაცხადა ზურაბ ეგუტიამ.

თავის მხრივ, მსახიობები ირწმუნებიან, რომ გასტროლებზე გასვლები მხოლოდ მსახიობების ძალისხმევით და ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

დირექტორთან დაპირისპირებული მსახიობები თეატრში მუშაობას აგრძელებენ. ისინი, ისევე როგორც დირექტორი, საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მანამდე კი, "მოძალადე" დირექტორის შეცვლას ითხოვენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში,
18:24 / 02.08.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში,
ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მუნიციპალიტეტისთვის
გადასაცემად,
10:55 / 20.07.2019
ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემად,
ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას“ დაარსებიდან
11:45 / 21.04.2019
ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას“ დაარსებიდან
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი
მთავრის,
10:46 / 07.04.2019
„ბაბო შარვაშიძის მემუარები“, - ასე ჰქვია აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის,
ვიდეო
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.