კულტურა
ნათია თოდუას კლიპმა, რუმინეთის ფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
რუმინეთში გამართულ კინოფესტივალზე - "12 თვე", აფხაზეთიდან დევნილმა ნათია თოდუამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. კლიპმა, სახელწოდებით "სასიყვარულო წერილი", პირველი ადგილი დაიკავა, როგორც "საუკეთესო მუსიკალური ვიდეო" და "აუდიტორიის არჩევანი".

"მეგობრებო, მადლობა ყველას ვინც იაქტიურეთ და ხმა მიეცით ჩვენს ვიდეოს. ძალიან მაგრები ხართ!", - დაწერა მომღერალმა ფეისბუკის გვერდზე ამ წარმატების შემდეგ.

ვიდეო იუტუბზე 14 იანვარს გამოქვეყნდა და უკვე 60 ათასამდე ნახვა აქვს.

ალბომის - "მენატრები" პრეზენტაცია, რომელშიც კინოფესტივალზე გამარჯვებული სიმღერაც შედის, 10 იანვარს ქალაქ ბერლინში გაიმართა. ამ ალბომზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო და შარშან, მაისში დაასრულეს. ის 12 ინგლისურენოვან, ბლუზის, როკენროლის და პოპ როკის ჟანრის სიმღერას აერთიანებს. ამ ნამუშევრების ერთ-ერთი ავტორი თავად ნათია თოდუაა.

მომღერალი "ლაივპრესთან" საუბარში აღნიშნავს, რომ კლიპი სიმღერაზე - "სასიყვარულო წერილი", ბერლინში, ხელოვანთა ვილაში გადაიღეს. ის ცნობილმა ბერლინელმა რეჟისორმა, ტობი ვულფა გადაიღო. ვიდეოზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი სურვილი გამოთქვა, ის რამდენიმე ფესტივალზე წარედგინა.

"მანვე მოიძია ფესტივალების სია, სადაც კონკურსი იყო გამოცხადებული ისეთი სტილის მუსიკალურ ვიდეორგოლებზე, რომელიც ჩვენს პროდუქტსაც შეესაბამებოდა. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ გამარჯვება, თუნდაც მონაწილეობის მიღებაც მსგავს ფესტივალებში დიდი გამოცდილებაა ჩემთვის და ძალისხმევა იმის, რომ მთელი ჩემი შემართებით გავაგრძელო ჩემი კარიერული წინსვლა", - გვითხრა ნათია თოდუამ.

მომღერლის თქმით, ამ ეტაპზე დაკავებულია გერმანიის სხვადასხვა ქალაქში პრომო კონცერტებით საკუთარი ალბომისთვის. ამ ყველაფერში მას ეხმარებიან რაინერ შმიტი და ნათია მხეიძე-შმიტი, ცოლ-ქმარი გერმანიიდან, რომლებიც, ხელოვანის განმარტებით, ფაქტობრივად მშობლების მაგივრობას უწევენ, გვერდში უდგანან ნებისმიერი პრობლემის, თუ საკითხის გადაწყვეტისას.

"იმედი მაქვს, რომ ერთად კიდევ მეტ წარმატებასა და პოზიტიურ სიახლეებს გავიზიარებთ. ძალა სიყვარულშია!", - ამბობს ნათია.

მომღერალთან ინტერვიუ "ლაივპრესმა" შარშან, ივნისში ჩაწერა.

ნათია თოდუა გერმანული ვოისის გამარჯვებულია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსის პანდემიის გამო ზუგდიდის თეატრმა 5 თვიანი პაუზის
შემდეგ პრემიერა გამართა.
12:16 / 29.07.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო ზუგდიდის თეატრმა 5 თვიანი პაუზის შემდეგ პრემიერა გამართა.
დებმა თეა და ლიანა შენგელაიებმა, Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო
კონცერტზე, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა.
20:54 / 25.05.2020
დებმა თეა და ლიანა შენგელაიებმა, Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო კონცერტზე, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.