კულტურა
ტრადიციული რეწვის უნიკალური დარგები სამეგრელოში დაკარგვის პირასაა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
82 წლის ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ეროვნული სამოსის თერძია. მისი შეკერილი ჩოხა ეცვა ექს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას.

ასაკის მიუხედავად, შეკვეთებს სახელმწიფო ანსამბლებიდან ახლაც იღებს, მაგრამ წუხს, რომ ეროვნული სამოსის კერვის ტრადიციას, რომელიც მან მამამთილის პოკრო ჭაჭუასგან ისწავლა, მის შემდეგ გამგრძელებელი არ ეყოლება.

„ჩემს კლიენტს მოზომება, ე.წ. პრიმერკა არ სჭირდება. ზვიადსაც ისე შევუკერე, რომ არც კი მინახავს, აი, ასეთი ხელები მიმაქვს მიწაში. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა სხვას ვასწავლო და ვანახო, რატომ უნდა დაიკარგოს ეს ხელობა“,- ამბობს მკერავი.

ზუგდიდში, მის მსგავსად, იშვიათი ოსტატები არიან ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე გულიკო ჩიქობავა, რომელმაც მათ მოსაძიებლად სოფლებში ექსპედიცია ჩაატარა, მოიკვლია ტრადიციული რეწვის ოსტატები, შექმნა ბაზა, რომელშიც 50 - მდე ოსტატის მონაცემია.

„ტრადიციული რეწვის ოსტატების მოძიება, მათი ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა ახლა მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი ოსტატები გვყავს, მეთუნე დოდი თოლორაია, რომელსაც მძიმე სოციალური პირობები აქვს და თავისი მიმართულებით ვერ მუშაობს. ასევე დოლის მკერავი გიზო ხაზალია, ხეზე და ლითონზე მუშაობს თენგიზ მიქენაია და კიდევ არიან სხვა ოსტატები, რომლებიც მივიწყებულ კოლხურ ჩუქურთმებს აცოცხლებენ “, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

მისი ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, გამოიცა გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური რეწვის კატალოგი, მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენები, რაც ხელოვნებათმცოდნის აზრით, ოსტატების საქმიანობის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

„ოსტატებთან როცა მივდიოდი, პირველი, რასაც მეკითხებოდნენ, შემიძლია თუ არა მათი მატერიალური დახმარება. თავიდან ნიჰილისტურად იყვნენ განწყობილები ჩემი კვლევის მიმართ, მეუბნებოდნენ, რომ დაწერ, წახვალ და ჩვენ ისევ ელემენტარული ყოფითი საჭიროებების წინაშე აღმოვჩნდებითო, მაგრამ როცა გამოფენებში მივაღებინე მონაწილეობა და პატარა შემოსავალიც მიიღეს, მიხვდნენ, რომ შეიძლება საყვარელი საქმე ბიზნესად იქცეს“, - ამბობს გულიკო ჩიქობავა.

მანვე გვითხრა, რომ ერთიანი ეთნოცენტრის მოწყობაზე ზუგდიდის მერიამ მუშაობა დაიწყო, რაც დადიანების ეზოს მიმდებარედ მეწარმეებისთვის პავილიონების მოწყობას მოიცავს.

მისივე თქმით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ზრდას ხელშეწყობით, რამდენიმე ოსტატმა დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის თემაზე თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის დამზადება.

მათ შორის ერთ-ერთია ეკატერინე ჯოლოგუა, ვინც აქსესუარებისა და სამკაულების დამზადებისას, იყენებს ძველი ტაძრების ორნამენტებს, მის სახელოსნოში 3D ფორმატით აწყობილ ნივთებთან ერთად ამზადებს მინიატურულ წიგნებს მეგრული შელოცვით.

მეგრული ოდის ორნამენტებს იყენებს დიზაინერი რუსუდან შანავა ვერცხლის ნაკეთობების დამზადებისას.

დავინტერესდით, თუ რა გეგმები აქვს ზუგდიდის მერიას ხალხური რეწვის განვითარების მიმართულებით.

გაირკვა, რომ იგეგმება ერთიანი საგამოფენო სივრცის მოწყობა, საგამოფენო და სარეალიზაციო სივრცის შექმნა, რაც დადიანების ეზოს მიმდებარედ პავილიონების მოწყობას გულისხმობს.

„ზუგდიდის მერია გაეროს განვითარების პროგრამის დონორობით იწყებს პროექტს „ეთნოცენტრი ტრადიცული რეწვის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა“, - ამბობენ მერიაში.

რეწვის ნიმუშების პოპულარიზაცია აუცილებელია, მაგრამ ასევე, კარგი იქნება თუ ხელს შევუწყობთ ერთგვარი სკოლების შექმნას, სადაც ვასწავლით ისეთ ტრადიციებს, რომლითაც შეგვიძლია მსოფლიო გავაოცოთ, - გვითხრა გულიკო ჩიქობავამ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.