კულტურა
დირექტორთან დაპირისპირებულმა მსახიობებმა ზუგდიდის თეატრი დატოვეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი დირექტორ ზურაბ ეგუტიასთან დაპირისპირებულმა მსახიობებმა, კუკური (კოკა) ხუბუტიამ და ირაკლი სამუშიამ დატოვეს. როგორც მათ „ლაივპრესს“ განუცხადეს, შესაბამისი განცხადებით ადმინისტრაციას 31 იანვარს მიმართეს, თუმცა დააკმაყოფილა თუ არა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ.

თეატრიდან წამოსვლას არ გამორიცხავს კიდევ ერთი მსახიობი სალომე ბუღაძე, რომლისთვისაც დირექტორის პოზიციაზე ასევე მიუღებელია ზურაბ ეგუტიას დარჩენა.

თავის მხრივ, სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა შეროზია, ამ ეტაპზე მხოლოდ კოკა ხუბუტიას განცხადების შეტანის ფაქტს ადასტურებს. მისი სიტყვებთ, მსახიობის განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებია:

„ამას დრო სჭირდება. არ არის ასე მარტივი. ამას სჭირდება მომზადება, მუხლი და ა.შ. ჯერჯერობით პროცესშია. ჯერჯერობით არაფერს დავაზუსტებ, რადგან არ არის პროცესი დაზუსტებული. როგორც კი ამაზე იქნება საბოლოო პასუხი, გეტყვით“, - განაცხადა ირაკლი შეროზიამ.

თეატრიდან წასული მსახიობების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ მათი განცხადებების მიუხედავად, სადაც ზურაბ ეგუტია კოკა ხუბუტიას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ამხილეს, ისევ იგივე თანამდებობაზე რჩება, მითუმეტეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„დიახ, დავტოვე თეატრი. იქ სადაც კულტურაა, მსგავსი საქციელი ჩემთვის მიუღებელია. ეს თეატრია, ქუჩა არ არის. ძალიან სამწუხარო ფაქტია. თეატრს და სპექტაკლს არ უნდა ეშლებოდეს ხელი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ირაკლი სამუშიამ.

კოკა ხუბუტიას განმარტებით კი, თეატრიდან წამოსვლა მისი არჩევანი არ ყოფილა და „ინტრიგებს თავი აარიდა“.

განცხადებაში, რომელიც მსახიობმა სამხატვრო ხელმძღვანელის პარალელურად კულტურის სამინისტროსაც გაუგზავნა, ყვება, რომ არ აქვს სამუშაოდ უსაფრთხო გარემო და უკვე რამდენიმე თვეა მორალური სტრესის ქვეშ უწევს მუშაობა:

„თეატრის შენობა კვლავ მოუწესრიგებელია. თეატრს წლებია არ გააჩნია საგრიმიორო, გასახდელი, საშხაპე. მართალია თეატრისთვის ახლი შენობა შენდება, მაგრამ მანამდე ელემენტარულ პირობებზე ვსაუბრობ. ამას ემატება შეუფერებელი, უგემოვნოდ შეკერილი კოსტიუმები, ტექნიკური მუშაკების დაუდევარი საქციელით შეფერხებული რეპეტიციები და სპექტაკლები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოძალადე დირექტორი და მისი დაუნდობელი გარემოცვა. მიუხედავად თეატრში მუშაობის დიდი სურვილისა, ახალშექმნილი ოჯახის ფონზე, როცა სამსახური და შემოსავალი მნიშვნელოვანია, იძულებული ვხდები, უარი ვთქვა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში მუშაობაზე...

თეატრს არ უნდა ჰყავდეს მოძალადე დირექტორი და მისი ყოველგვარ ინტრიგაზე წამსვლელი გარემოცვა. მსახიობებს და რეჟისორს უნდა ჰქონდეთ სამუშაო პირობები და სამუშაო განწყობა“, - წერს განცხადებაში კოკა ხუბუტია.

მსახიობი ყვება, რომ რეალურად დირექტორთან დაპირისპირება დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, როცა თეატრის დირექტორმა „ააგორა კამპანია“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი წერედიანის წინააღმდეგ, რაშიც აიყოლია თანამშრომელთა ნაწილი, მასზე კი, ვინც მაშინ მის გვერდით არ დადგა, „ინტრიგები დაიწყო“.

როგორც კოკა ხუბუტია განმარტავს, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ იყო, რომ ოჯახის წევრებისთვის სპექტაკლის მოსაწვევის თხოვნაზე დირექტორმა „გინებით უპასუხა“, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ზუგდიდის თეატრის ოთხი მსახიობი - კუკური (კოკა) ხუბუტია, ირაკლი სამუშია, ანდრო შამუგია და სალომე ბუღაძე ყოფილი დირექტორის, ზურაბ ეგუტიას იგივე თანამდებობაზე დაბრუნებას 2019 წლიდან აპროტესტებენ. მსახიობებმა დეკემბრის თვეშიც მიმართეს კულტურის სამინისტროს, შეესწავლა მათივე მტკიცებით, ზურაბ ეგუტიას ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრში მომხდარი ძალადობის და დასის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტები. ისინი ფიქრობენ, რომ თეატრის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზურაბ ეგუტიას შეცვლას.

თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს და პირიქით, მსახიობების მხრიდან შეუფერებელ ქცევებზე საუბრობს დირექტორი. ზურაბ ეგუტიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ამასთან, ის მსახიობ კოკა ხუბუტიასთან დაპირისპირების განსხვავებულ მიზეზზე საუბრობს. განმარტავს, რომ ირაკლი სამუშიამ და კოკა ხუბუტიამ ერთ-ერთ მსახიობ ქალზე ფიზიკურად იძალადეს, რაზეც თავად უკმაყოფილება გამოხატა.

გარდა ამისა, ირწმუნება, რომ ორივე მსახიობზე დაწერილია არაერთი გაფრთხილება, რადგან არღვევდნენ თეატრის შინაგანაწესს, ხშირად ჩხუბობდნენ, რომ მათი ცუდი ქცევების მიზეზით არაერთხელ ჩაიშალა რეპეტიცია.

ზუგდიდის თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტია მეორე ვადით 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა. მისი კანდიდატურა კულტურის სამინისტროს ახლადდანიშნულმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა შეროზიამ წარუდგინა. ეს თანამდებობა ვაკანტური თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ გახდა, რადგან იურიდიული პროცედურების თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელის შეცვლისას დირექტორი თანამდებობიდან ავტომატურად თავისუფლდება. ზურაბ ეგუტია მანამდეც (2015 წლის მაისიდან ) დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ირაკლი სამუშია და კოკა ხუბუტია ირწმუნებიან, რომ ზურაბ ეგუტია პოზიციას „ლობისტების“ დახმარებით ინარჩუნებს, რასაც დირექტორი უარყოფს და მსახიობებს მისი „ლობისტების“ ვინაობის დასახელებისკენ მოუწოდებს.

მე არავინ მფარველობს და არც არავინ ლობისტი არ მყავს. მოვიდა თუ არა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, მე წარმადგინა. თუ ვინმე ამბობს, რომ ლობისტები ჰყავსო, დაასახელოს ვისზე ამბობს", - განაცხადა ეგუტიამ.

მისივე თქმით, არანაირი კავშირი მსახიობებთან თანამდებობიდან გამომდინარე არ უწევს და არც იმაზე აქვს ინფორმაცია, დატოვა თუ არა რომელიმე მათგანმა თეატრი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სვანეთის „სიყვარულის კოშკზე“, ბევრი ლეგენდა არსებობს.
18:45 / 14.02.2020
სვანეთის „სიყვარულის კოშკზე“, ბევრი ლეგენდა არსებობს.
ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ქართულ ჩოხებს თითქმის 60 წელია კერავს.
15:23 / 12.02.2020
ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ქართულ ჩოხებს თითქმის 60 წელია კერავს.
82 წლის ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ეროვნული სამოსის თერძია.
16:52 / 05.02.2020
82 წლის ლულუ ვართაგავა-ჭაჭუა ეროვნული სამოსის თერძია.
რუმინეთში გამართულ კინოფესტივალზე -
21:39 / 04.02.2020
რუმინეთში გამართულ კინოფესტივალზე - "12 თვე", აფხაზეთიდან დევნილმა
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში ცოტა ხნით გათოვდა. თოვა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. 14 თებერვლის ჩათვლით
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.