კულტურა
სვანური სიყვარულის ისტორიის გაცოცხლება სამკაულში [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სვანეთის „სიყვარულის კოშკზე“, ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, კალაში კვირიკობის დღესასწაულზე მზეთუნახავი მიაგულ პირველი შეხვედრია ოტია მარგველანს, რომელიც კარგი ვაჟკაცი და მონადირე ყოფილა.

მათ ერთმანეთი შეყვარებიათ, მაგრამ ვაჟკაცს ცოლშვილი ჰყოლია. ნადირობისას, ენგურში ჩავარდნილა, რის შემდეგაც ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლიც მდონარეში გადავარდნილა. ამბობენ, რომ ისინი კალმახებად გადაიქცნენო. მიაგულისთვის მამამისს შუა ენგურში მდგარ ლოდზე კოშკი აუგია. სადაც მზეთუნახავი სიცოცხლის ბოლომდე გამოკეტილა, დროდადრო თავისი ხელით აპურებდაო კალმახად გადაქცეულ ოტიას და მეუღლეს.

სიყვარულის ეს სვანური ლეგენდა დიზანერმა ნათია არველაძემ სამკაულში გააცოცხლა.

„წელიწადნახევრის წინ პირველად ვიყავი სვანეთში და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მივიღე ნანახით, რომ მაშინათვე მომინდა ეს შთაბეჭდილება გამეზიარებინა. მინდოდა შემექმნა რაღაც. ვინაიდან ძირითადად სამკაულს ვქმნი, სვანური ლეგენდა სიყვარული კოშკზე სვანურ ხატწერით გავაცოცხლე. ვერცხლით და მინანქარით შევქმენი სამკაულების კოლექცია სახელწოდებით „ჩემი ლამარია“, - ამბობს დიზაინერი.

ფოტო დავით ერისთავი.

სვანურ თემაზე შექმნილი ნაკეთობების შემდეგ სიყვარულის თემაზე მეორე კოლექცია „ვეფხისტყაოსანზე“ გააკეთა.

ვეფხისტყაოსანს გაცილებით მეტი სიფრთხილით მოვეკიდე, იმიტომ რომ ამ თემაზე არაჩვეულებრივი ილუსტრაციები არსებობს, თუმცა სამკაულში ის აქამდე არავის განუხორციელებია. შევქმენი სცენები ნესტანის მოტაცება, მათი შეხვედრა. რთული იყო მუშაობის პროცესი, რადგან სამკაულის ზომა დიდი ტექსტის საშუალებას არ მაძლევდა. ესკიზებზე დიდ ხანს ვმუშაობდი, რომელიც შემდეგ ბევრი ხელოსნის დახმარებით შესრულდა“.

ნათია არველაძეს თბილისში 10 წელია ატელიე აქვს. ქმნის ტანსაცმელს, სამკაულს, აქტიურად თანამშრომლობს მოდის კვირეულებთან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დებმა თეა და ლიანა შენგელაიებმა, Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო
კონცერტზე, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა.
20:54 / 25.05.2020
დებმა თეა და ლიანა შენგელაიებმა, Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო კონცერტზე, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა.
დადიანის სასახლის ეზოს ნაწილის ერთი კერძო მესაკუთრიდან მეორეზე
გასხვისებამ
12:39 / 22.05.2020
დადიანის სასახლის ეზოს ნაწილის ერთი კერძო მესაკუთრიდან მეორეზე გასხვისებამ
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სახლში მყოფი
ადამიანებისთვის ირინა მიქავას
16:11 / 21.04.2020
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სახლში მყოფი ადამიანებისთვის ირინა მიქავას
ოკუპანტები მავთულხლართებს შენს ეზოს, სახლს, საფლავებს, რომ ავლებენ,
22:55 / 18.04.2020
ოკუპანტები მავთულხლართებს შენს ეზოს, სახლს, საფლავებს, რომ ავლებენ,
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.