კულტურა
რატომ არ გაკეთდა ეკატერინეს სასახლის რემონტი - მთავრობის წინასაარჩევნო დაპირება
FaceBook Twitter
E-mail Print
ცენტრალური ხელისუფლების დაპირებიდან ექვსი წლის შემდეგ, დღესაც უცნობია, როდის დაიწყება ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, ეკატერინეს სასახლედ წოდებული შენობის რესტავრაცია.

6-5 წლის წინ

2014 წლის 2 აპრილს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების მუზეუმის ეზოში ამომრჩეველთან შეხვედრაზე თქვა, რომ დაგეგმილი აქვთ ეკატერინეს სასახლის და ბოტანიკური ბაღის სრული რესტავრაცია. თუმცა მაშინ თარიღი არ დაუზუსტებია.

ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ივნისში, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდს ეწვია და მუზეუმის ეზოში ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასრულდა ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციის პროექტის მომზადება, რაშიც ფინანსურად საელჩო დაეხმარა. მან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ უნდათ წელსვე დაიწყონ სასახლის სარემონტო სამუშაოები.

დაპირებიდან 5 წლის შემდეგ - 2020

2015 წლის შემდეგ იყო მხოლოდ განცხადებები. მაგალითად, 2019 წლის მარტში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სასახლის აღდგენისთვის თანხას ფონდი "ქართუ" გამოყოფდა და სამუშაოებს აპრილში დაიწყებდნენ. ამ განცხადებიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ "ქართუმ" უარი თქვა მუზეუმის რემონტზე. მიზეზი არც მაშინ უთქვამთ.

მოგვიანებით ნიკოლოზ ანთიძემ "ლაივპრესს" ტელეფონით განუცხადა, რომ გაარკვია და სასახლის რეკონსტრუქციას მუნიციპალური ფონდი განახორციელებს.

ამის შემდეგ "ლაივპრესმა" მუნიციპალური განვითარების ფონდს, 2020 წლის 10 თებერვალს გაუგზავნა წერილი, სადაც ვითხოვდით სასახლის სარემონტო სამუშაოების დაწყების და ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციას.

ოფიციალურ პასუხში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, იწყებენ ტურისტულად მიმზიდველი ქალაქების ურბანული განახლების პროგრამას, რომლის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება ზუგდიდში ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლის რეკონსტრუქცია.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქების ურბანული განახლების პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლის რეკონსტრუქციის პროექტის შესაძლო ვადები და ღირებულება", - ნათქვამია ფონდის წერილში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ადასტურებს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი დონორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ სასახლის რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელებას, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს მომზადდა, სამ მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება.

სასახლე აღდგენას საჭიროებს. აქ, ერთ-ერთ დარბაზში შარშან გაზაფხულზე ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და დადიანების ჭურჭლის ნაწილი დაიმსხვრა, ნაწილი კი დაზიანდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.