კულტურა
აღდგომა ოკუპაციაში [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპანტები მავთულხლართებს შენს ეზოს, სახლს, საფლავებს, რომ ავლებენ, ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად გვტკივა, - ამბობს მერი ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი.

მერი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და თიხისგან მინიატურებს ქმნის.

„ხალხს თავის საკუთარი მიწა მოუჭრეს, სახლი ორად გაუყვეს, უფლება არ აქვთ, რომ თავიანთ დამუშავებულ ადგილზე გადავიდნენ, დედ-მამა, და-ძმა, ნათესავები მოინახულონ, გარდაცვლილები დაიტირონ. ახლახან ხურვალეთიდან ორი ახალგაზრდა გაიტაცეს და მოხუცი მარტო დარჩა. ეს ჩემი მინიატურაც ამ ფაქტს დაემთხვა. როგორი უსამართლობაა და ჩვენ კი უძლურები ვართ ყველაფრის ამის წინაშე“, - ამბობს მერი.

ოკუპაციის თემაზე შექმნილ მინიატურაზე 10 დღე მუშაობდა. ფიქრობს, რომ სათქმელის, ემოციის გადმოცემა შეძლო.

მერი პროფესიით ფილოლოგია. მუშაობდა ერთ-ერთ რესტორანში მთავარ კონდიტერად, თუმცა შემდეგ დედის გარდაცვლებით გამოწვეული დეპრესიის გამო სამსახური მიატოვა და მინიატურების კეთება დაიწყო. თავიდან შაქრის მასას და ცომს იყენებდა, ახლა კი თიხაზე მუშაობს.

„ეს ჩემთვის ერთგვარი შვებაა, კეთების პროცესის დროს ვიღებ დიდ ენერგიას და სიმშვიდეს, ვდებ ჩემს მთელ ემოციას. სანამ რაიმე კონკრეტულ თემაზე მუშაობას დავიწყებ, მანამდე შინაგანად ვემზადები, ვცდილობ დავხატო გონებაში ყველა ის დეტალი რაც დამჭირდება კომპოზიციის გასაკეთებლად, შემდეგ კი ვიწყებ მუშაობას.

თითოეულ დეტალს თავისი დრო და პროცესი სჭირდება. ზოგჯერ 1 დეტალი რომ გააშრო 24 საათია საჭირო. ზოგი დეტალი რამდენიმე ეტაპს გადის, რომ საბოლოო სახე მიიღოს. პროცესის დროს კი ყველა დეტალს ვეფერები. ვესაუბრები, ეს აუცილებელია, რომ "გაცოცხლდნენ" და ის გადმოსცენ, რაც ჩაფიქრებული მქონდა“.

მერი ამბობს, რომ თავიდან მინიატურების კეთება მისთვის ჰობი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ნამუშევრებს ფოტოები გადაუღო და ფეისბუკზე გამოაქვეყნა, ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. მავთულხლართები კი მისი ნამუშევრების თემა მანამ იქნება, ვიდრე ოკუპაცია გრძელდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.