კულტურა
სახლში დარჩენა რომ სასარგებლო გახდეს - ვიდეოგაკვეთილი სახელოსნოდან
FaceBook Twitter
E-mail Print
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სახლში მყოფი ადამიანებისთვის ირინა მიქავას სახელოსნომ ვიდეოგაკვეთილების ჩვენება დაიწყო. ხელსაქმის ოსტატის ეს აქტივობა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები ჰყავთ და ხშირად მათი გართობა უჭირთ.

ირინა მიქავამ გაკვეთილების თემად შეარჩია შედარებით მარტივად დასამზადებელი აქსესუარები და სახლის დეკორატიული ნაკეთობები. მასალა რისგანაც საკუთარი ხელით შეგიძლიათ დაამზადოთ ნივთები, თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება.

სოხუმელი ირინა მიქავა უკვე წლებია აქსესუარებს და სახლის დეკორატიულ ნივთებს ამზადებს. განსაკუთრებით მოთხოვნადი მის ნაკეთობებს შორის თექის ნაძვის ხეებია. ირინას სახელოსნოს მომხმარებლები შეჰმატა პაპიამაშის ტექნოლოგიით დამზადებულმა საშობაო ქოხებმაც.

ხელსაქმის ოსტატი ცდილობს, გააფართოოს საქმიანობა და უკვე ამზადებს ხელჩანთებს, საყურეებს თუ სხვა აქსესუარებს.

კორონავირუსის გავრცელებამ, როგორც სხვა ხელოვანებსა და მეწარმეებს, მასაც შეუქმნა გარკვეული პრობლემები, თუმცა მიეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, ვინც სახლის პირობებში აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ირინამ შეკვეთები სააღდგომო აქსესუარებზე გაცილებით მცირე რაოდენობით, მაგრამ მაიც მიიღო.

ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და ცდილობს ეს განწყობა სხვებსაც გაუზიაროს. გთავაზობთ პაპიამაშის ტექნოლოგიით ანგელოზის დამზადების გაკვეთილს. ირინა მიქავამ ვიდეო „ლაივპრესის“ მკითხველისთვის ჩაწერა. პროცესი განსაკუთრებით სახალისო და საინტერესო გამოდის თუ მასში ოჯახის რამდენიმე წევრი ჩაერთვება. როგორც ხელოვანი ამბობს, ხელსაქმე განტვირთვის საუკეთესო საშუალებაცაა:

დეკორატიული ანგელოზის დასამზადებლად დაგვჭირდება:

მუყაოს ქაღალდი; წყალი; PVA წებო; ფოლგა (ლითონის ფურცელი); ტუალეტის ქაღალდი; სილიკონის წებო (ცხელი წებო); სახატავი ფუნჯი და საღებავები; ასევე მაკრატელი და საკანცელარიო დანა.

დამზადების წესი:

თავდაპირველად დავამზადოთ პაპიამაში - მუყაოს ქაღალდი წყალთან ერთად დავაბლენდეროთ და გავწუროთ. შემდეგ დავამატოთ წებო და კარგად მოვზილოთ. უნდა მივიღოთ სქელი ცომისებრი მასა.

ანგელოზის დასამზადებლად ტუალეტის ქაღალდს ხელის გულებით ვამუშავებთ. დავჭმუჭნით ისე, რომ მივიღოთ კონუსის ფორმა, რასაც შემდეგ გადავაკრავთ ფოლგას. შემდეგ ვამზადებთ თავს. ისევ ქაღალდისგან და ფოლგისგან ვაკეთებთ პატარა ბურთს, რომელიც ზომაში პროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს ანგელოზის ტანს.

თავს და კონუსს ერთმანეთთან ვაკავშირებთ ხის ჩხირის და წებოს გამოყენებით.

შემდეგი ეტაპი არის ძერწვა - ეს გულისხმობს უკვე გამზადებული პაპიამაშის ლამაზად ჩამოცმას ანგელოზის კარკასზე. სლიპინა ზედაპირის მიღებაში დაგეხმარებათ სამზარეულოს ნაკლებად მჭრელი დანა. მისი ჩამოსმით ზედაპირი ერთგვაროვანი და პრიალა გახდება.

ანგელოზის ფრთას ვჭრით მუყაოს ქაღალდისგან, გადავაკრავთ პაპიამაშს და ვაწებებთ კონუსზე. ასევე პაპიამაშის დახმარებით შეგიძლიათ ანგელოზს თქვენი სურვილისამებრ გაუკეთოთ ვარცხნილობა. მიღებული მასალა უნდა გაშრეს სანამ არ გამყარდება. სასურველია თუ ორი დღე-ღამე დატოვებთ.

შემდეგი ეტაპი არის ანგელოზის სახის მოხატვა ფუნჯით და საღებავებით. კაბასაც თქვენი სურვილის მიხედვით აფერადებთ. თქვენი ანგელოზიც მზად არის.

წარმატებებს გისურვებთ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
12:20 / 03.06.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
დებმა თეა და ლიანა შენგელაიებმა, Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო
კონცერტზე, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა.
20:54 / 25.05.2020
დებმა თეა და ლიანა შენგელაიებმა, Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო კონცერტზე, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა.
დადიანის სასახლის ეზოს ნაწილის ერთი კერძო მესაკუთრიდან მეორეზე
გასხვისებამ
12:39 / 22.05.2020
დადიანის სასახლის ეზოს ნაწილის ერთი კერძო მესაკუთრიდან მეორეზე გასხვისებამ
ოკუპანტები მავთულხლართებს შენს ეზოს, სახლს, საფლავებს, რომ ავლებენ,
22:55 / 18.04.2020
ოკუპანტები მავთულხლართებს შენს ეზოს, სახლს, საფლავებს, რომ ავლებენ,
ვიდეო
ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.