ომი ნახატებში - აფხაზეთიდან დევნილმა მისი და მეგობრების ნამუშევრები სახელოსნოში გამოფინა
აფხაზეთიდან დევნილმა სკოლის მოსწავლემ
სოხუმის დაცემის დღეს საკუთარ სახლში გამოფენა მოაწყო. მან თავისი და
მეგობრების ნახატები სახელოსნოში, სახელწოდებით - "მარის სივრცე"
გამოფინა. მართალია, ჩანაფიქრი გაცილებით მასშტაბური იყო - ბოტანიკურ
ბაღში, თუმცა პანდემიის გამო გეგმები და ლოკაცია შეცვალა. თუმცა არც
მეგობრებისთვის უნდოდა გული დაეწყვიტა და მათი შრომა დაკარგულიყო.
ამიტომაც გამოფენის ადგილად სახლი არჩია.
ნახატების თემატიკა სოხუმის და აფხაზეთის ირგვლივ ტრიალებს. ჯარისკაცები, დაჭრილი ადამიანები, ოკუპაცია, მავთულხლართები - ასე ხედავენ ახალგაზრდები 27 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს.

"მეგობრებს ვუთხარი, რომ ვაპირებდი გამოფენის მოწყობას და დამთანხმდნენ. ოცამდე ნახატი გამოვფინეთ. პატარა რომ ვიყავი, მამა ენგურის ხიდთან დაჭრეს. ჭრილობები დღესაც თავს ახსენებს. მე თვითონ შერეული ოჯახიდან ვარ, ბებია მყავს აფხაზი და მინდოდა ჩემი დიდი სიყვარული გამომეხატა მათ მიმართ იმის მიუხედავად, რომ ტკივილი მომაყენეს", - უთხრა მარიამ ნარმანიამ "ლაივპრესს".

მან სახელოსნოში დამთვალიერებლები უკვე მიიღო. ის სტუმრებს მაისურზე წარწერით - "არა ოკუპაციას" ხვდება. მსურველებს გამოფენაზე მისვლა მომდევნო ერთი კვირის მანძილზე შეეძლებათ.
გამოფენა მარიამმა ონლაინაც გამართა.

სკოლის მოსწავლე ბოლოს აფხაზეთში 5 წლის იმყოფებოდა. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ეს კუთხე მისთვის, ამბობს, რომ გამთლიანებულ საქართველოს.
ახალგაზრდა ხელოვანის თქმით, შერეული ოჯახი დიდი რესურსია კონფლიქტების მოგვარების საქმეში, რადგან მიუხედავად იმისა, რაც მან და მისმა ოჯახმა გამოიარა, აფხაზებს სწორედ იმ ადგილიდან, სადაც მის ოჯახის წევრებს ცეცხლი გაუხსნეს, სიმბოლურად პირბადეები გაუგზავნა უხილავი მტრისგან, კორონავირუსის პანდემიისგან დასაცავად.

"მე სიყვარულით გამზარდეს აფხაზების მიმართ, რაშიც ჩემი შერეული ოჯახი დამეხმარა",- გვითხრა მარიამმა.
ზუგდიდის სკოლის მოსწავლემ საკუთარი ხელით შეკერილი პირბადეები ოკუპირებულ აფხაზეთში აპრილში გააგზავნა. მან გადანახული ნაჭრებით ასი ცალი პირბადე შეკერა.
მარიამმა ცუდი მოგონებები საკუთარ მეხსიერებაში უკვე დაამარცხა, უნდა რომ სხვებიც ასე მოიქცნენ:
"პატარა ვიყავი, ენგურის ხიდზე გადავდიოდით ისე მამას ესროლეს, რის გამოც მამას ბევრი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ახლაც ავადაა. ეს ჩემთვის დღემდე ძალიან დიდი ტკივილია და ამიტომაც მინდა, რომ სხვებს დავეხმარო".

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. დაპირისპირება კი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
აფხაზეთში 27 სექტემბერს ქართველებისგან სოხუმის "გათავისუფლებას" აღნიშნავენ.