91 წლის ძაფის მრთველი ზუგდიდიდან
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის მცხოვრები 91 წლის სულიკო ჩანგელია ყვება, რომ დედამისი სამეგრელოში ცნობილი ოსტატი იყო. ის მატყლს ჩეჩავდა, ძაფს რთავდა და ხალიჩებს ქსოვდა.
დედისეული საჩეჩელი ოჯახში ახლაც შენახული აქვთ. მას მეგრულად "ოფეთაშე" ჰქვია, ხოლო მატყლის ჩეჩვას "ფეთუა".
"ოფეთაშე" ხის სადგამია, რომლის ზედა ნაწილზე დამაგრებულია რკინის პატარ–პატარა წვრილი ჯოხები, რომლის საშუალებითაც ხდებოდა მატყლის დამუშავება. დამუშავებულ მატყლს თითისტარზე, ანუ "ჩერიაზე"ახვევდნენ. მზა მატყლის ძაფისაგან კი შემდეგ ქსოვდნენ.
როგორც სულიკო ჩანგელია ამბობს, ხალიჩისთვის ძაფს ჭიაფერით, მეგრულად "ჯამფეზიით", ან კაკლით ღებავდნენ.

მატყლის ჩეჩვის მეგრული ტრადიციის შესახებ სულიკო ჩანგელიას მონათხრობი ეთნოგრაფმა იოსებ შენგელიამ ჩაიწერა და მოგვაწოდა.
"სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ოსტატია ჩვენში, ვისაც შეუძლია უძველესი ტრადიცია გაგვიზიაროს, მაგალითად, მეგრულ ნაბადს სულ 2 ადამიანი კერავს, ხალიჩას 1 ქსოვს, ასევე, ძალიან ცოტამ თუ იცის მიმინოს დასაჭერი ბადეების მოქსოვა დღეს", - ამბობს მკვლევარი.
ის ხალხური რეწვის ტრადიციების გარდა სახალხო დღესასწაულებს და სანახაობების ისტორიასაც იკვლევს:
"სოფელ-სოფელ დავდივარ და ვიწერ უძველესი წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შესახებ ზეპირ ისტორიებს, ბევრ სოფელში მოვისმინე 80-ს გადაცილებული მამაკაცებისგან სპორტულ შეჯიბრ "რკინებაზე", რაც უკვე ახალგაზრდებში მივიწყებულია".
იოსებ შენგელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის მიმართულების დოქტორანტურის მე-3 კურსის სტუდენტია.
ის ასევე მუშაობს მეგრული ვაზის და ხეხილის იშვიათ და გაქრობის პირას მყოფ ენდემურ ჯიშების, ასევე ძველ მარცვლოვან კულტურების, როგორიცაა ღომის ღომი, ჭკიდიშ ჭკიდი და სხვა იშვიათი მცენარეების მოძიებაზე.