კულტურა
კულტურის სფეროს 2012 წლის პრიორიტეტები
FaceBook Twitter
E-mail Print

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შარშან, 10 თვის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებისთვის 12 მილიონ 265 ათას 272 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებ-გვერდი ავრცელებს.

სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შარშან თებერვალში უწყების ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა მიუზიკლ “ქეთო და კოტეს” ორგანიზებისთვის (385 500 ლარი), ბათუმში ლუჩია და ლამერმურის ოპერის დადგმისთვის (412 800 ლარი) და ჯაზ-ფესტივალის ჩატარებისთვის (460 000 ევრო) გამოყო.

 

შარშან საჩხერეში 13 იანვარს გამართული საახალწლო კონცერტის ხარჯები (76 058 ლარი) ერთი თვის შემდეგ, 7 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ანაზღაურდა.

 

მარტის თვეში 310 ათასი ლარით დაფინანსდა ნინო ანანიაშვილის “30 წლის აღსანიშნავი” ღონისძიება. ამავე თვეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის საკონცერტო ტურნე პოლონეთსა და იტალიაში 180 ათასი ლარით დააფინანსა.

 

სამინისტრომ აპრილში სხვადსახვა ღონისძიებებისთვის სულ 120 ათას 886 ლარი გამოყო. აქედან, თბილისის მოდის კვირეულისთვის 20 ათასი ლარი, "არტ გენის" ჩასატარებლად 30 ათასი, სპექტაკლი „ნატვრის თვალის“ დადგმისთვის კი 10 ათასი ლარი დაიხარჯა. პროექტ “punqtun contra punqtun”–ის (შპს “art contraqt Tbilisi”-ს პროექტი)  განხორციელებისთვის სამინისტრომ 17 ათას 500 ლარზე მეტი გამოყო.

 

მაისის თვეში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სულ 1 მილიონ 780 ათას 320 ლარი და 207 298 აშშ დოლარი გამოყო. აქედან, ქუთაისში 26 მაისსთან დაკავშირებით გასამართი საზეიმო კონცერტისთვის სამინისტრომ 564 972 ლარი და 207 298 აშშ დოლარი დახარჯა.

 

მაისში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი "tbilisi Open air altervision", რომლის დასაფინანსებლად 500 000 ლარი გამოიყო. 298 705 ლარი დაიხარჯა მიუზიკლ “ქეთო და კოტეს” ორგანიზებისთვის, 30 575 ლარით კი მომღერალ მერაბ სეფაშვილის კონცერტი დაფინანსდა.

 

ივნისის თვეში ყველაზე დიდი თანხა, 1 356 800 ლარი გამოიყო ახალციხეში, რაბათის კომპლექსის გახსნის მიზეზით გამართული კონცერტისთვის. ამავე პერიოდში 480 ათასი ლარით დაფინანსდა პროექტი „მე მიყვარს საქართველო“, რომელიც საქართველოს რეგიონებს მოიცავდა და პატრიოტული სიმღერების ავტორების და მათი კომპოზიციების აღმოჩენას ისახავდა მიზნად.

 

თბილისსა და ოზურგეთში მიუზიკლ “ვერის უბნის მელოდიების” დასადგმელად სამინისტრომ 1 716 985 ლარი ივლისის თვეში გამოიყო, მოცეკვავე ხოაკინ კორტესის კონცერტის გასამართად კი 550 000 ლარი დაიხარჯა. ამავე თვეში, ბიუჯეტიდან 104 229 ლარი გამოიყო ანაკლიაში ჯგუფ “33 ა”-ს კონცერტების ორგანიზებისთვის. ივლისის თვეში სამინისტრომ ბიუჯეტიდან ფიზიკური პირის და ყოფილი დეპუტატის, გიორგი თორთლაძისთვის პროექტ “საქართველო ოკუპანტების გარეშე” ორგანიზებისთვის 350 ათასი ლარი გამოყო.

 

აგვისტოს თვეში ყველაზე დიდი დაფინანსება (698 399 ლარი) მიიღო პროექტმა “მეამაყება საქARTველო”. 208 004 ლარი კი სამინისტრომ მომღერალ ლექსო ქავთარაძის (ლექს-სენის) სამი მუსიკალური კლიპის გადაღების, ორი ახალი სიმღერის ჩაწერის და 2012 წლის 26 აგვისტოს ქალაქ ბათუმში კონცერტის ჩატარებისთვის გამოიყო.

 

სექტემბრის თვეში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სულ 420 ათას 565 დახარჯა. აქედან თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 190 000 ლარით, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი, პატრიარქის საერთაშორის კონფერენციისთვის ბიუჯეტიდან 230 565 ლარით დაფინანსდა.

 

ოქტომბრის თვეში კულტურისა და ძეგლთ დაცვის სამინისტრომ ააიპ „რუსთაველის თეატრის განვითარების ფონდისთვის“ 49 ათას ლარი გამოყო, ხოლო „agence MYOR”- გამოფენსთვის პარიზში 9 445 ევრო დაიხარჯა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.