ტურნეს ფარგლებში ბერა ივანიშვილი კონცერტს ზუგდიდშიც გამართავს
ბერა ივანიშვილი საკონცერტო ტურნეს „ჩვენ ვართ საქართველო“ იწყებს, რომელიც ბათუმიდან აიღებს გეზს და საქართველოს 10 დიდ ქალაქში ჩატარდება. ტურნე 14 სექტემბერს დაიწყება და 25 ოქტომბერს თბილისში გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
ტურნეს ფარგლებში 20 სექტემბერს „ბერა“ კონცერტს ზუგდიდის ცენტრალურ მოადანზეც გამართავს. კონცერტები ასევე ჩატარდება ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, საჩხერეში, ახალციხეში, გორში, თელავში, რუსთავსა და თბილისი.
კონცერტზე სიმღერები ბერას ალბომიდან „გპირდები" და ასევე ბერა Lil PLayy-სთან ერთად ჩაწერილი სინგლი „Summertime" შესრულდება.
ბერა ივანიშვილმა პირველი ტურნე სახელწოდებით „გპირდები" წინასაარჩევნო პერიოდში 2012 წელს ჩაატარა.