ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ძველი წელთაღრიცხვის მე-7 მე-8 საუკუნით დათარიღებული რამდენიმე ნივთი აღმოაჩინეს.
გამგეობის ინფორმაციით, აღმოჩენილია მოოქროვილი ვერცხლის რგოლი, ბრინჯაოს ცული, ბრინჯაოს თოხი, ბრინჯაოს სეგმენტისებური იარაღი, რკინის სატევარი, ნახევრად ძვირფასი ქვებისგან დამზადებული მძივები (უპირატესად სარდიონის), ხის ძელური ნაგებობის ნაშთი და კერამიკული ნაწარმი - შავკეციანი მინიატურული ქოთანი.
აღმოჩენილი ნივთები ტიპოლოგიური კლასიფიკაციით ძველი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნის მეორე და მეშვიდე საუკუნის პირველი ნახევარს განეკუთვნება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროს მაია ღურწკაიას ინფორმაციით, სოფელ ერგეტაში არქეოლოგიური გათხრები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და მას ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს:
„გათხრები ამ დროისთვის შეჩერებულია, რადგან ზუგდიდში ბოლო პერიოდის წვიმიანმა ამინდა სამაროვანები წყლით გაჟღინთა. სამუშაოები სამაროვანების ამოშრობის შემდეგ გაგრძელდება“.
არქეოლოგიური სამუშაოების დაწყების პირველივე დღეებში სოფელ ერგეტაში გვიან ბრინჯაოს ხანის კოლხური ცული აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. აღრიცხვით მერვე საუკუნით თარიღდება.
ერგეტაში აღმოჩენილი ნივთები. ფოტო:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური

ამავე თემაზე