არტ-გალერეაში სოციალურ თემაზე გამოფენა გაიხსნა [Video]
ზუგდიდის არტ-გალერეაში სოციალურ თემაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა რევაზ შენგელიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ეს რიგით მეორე პერსონალური გამოფენაა, რომელიც თანამედროვე მხატვრობის ჟანრს მიეკუთვნება. ამბობს, რომ მისი ასეულობით ნამუშევრიდან დღეს მხოლოდ 37-ია წარმოდგენილი.
გამოფენას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმეც ესწრებოდა. რევაზ შენგელიას გამოფენა დღეს გაიხსნა და შაბათს დაიხურება.